კეზერაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს უჩივის
დავით კეზერაშვილი აშშ-ში არ შეუშვეს. ვიზის გაცემაზე უარს თავდაცვის ყოფილი მინისტრი კოლუმბიის სასამართლოში ასაჩივრებს. როგორც ჩანს, ექს-მაღალჩინოსნისთვის მიუღებელია მიზეზი, რომლითაც ოფიციალურმა ვაშინგტონმა გადაწყვეტილება ახსნა. უარის საფუძველი ფულის გათეთრებასთან დაკავშირებული ეჭვია. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის წინააღმდეგ სამართლებრივი დავა დაწყებულია. კეზერაშვილი ვიზაზე უარის მიღმა საქართველოს ხელისუფლების კვალს ხედავს. „ქართული ოცნება“ კი ფაქტს „ბიბისის“ იმ სკანდალურ გამოძიებას უკავშირებს, რომელმაც ქოლ-ცენტრების საერთაშორისი თაღლითური სქემის ერთ-ერთ ფიგურანტად დავით კეზერაშვილი დაასახელა. ბოლო წლებში პოლიტიკურად გააქტიურებული თავდაცვის ექს-მინისტრი და ფინანსური პოლიციის ყოფილი უფროსი დაუსწრებლად საქართველოში რამდენიმე საქმისთვისაა მსჯავრდებული. კეზერაშვილი, რომელიც საქართველოში ტელევიზიას ფლობს და არც პოლიტიკური სუბიექტებისა და ორგანიზაციების დაფინანსებას უარყოფს, ცოტა ხნის წინ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიაში დაწყებული რღვევის მთავარი მიზეზი გახდა. წელიწადნახევრის წინ „ნაციონალური მოძრაობის“ ორად გახლეჩა და ნიკა მელიას გუნდის პროტესტით წამოსვლა სწორედ თავდაცვის ყოფილი მინისტრის არაფორმალური მმართველობით ახსნეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 13 მარტი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში - გამოხმაურება თბილისში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 7 მაისი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 23 აპრილი, 2024 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემ...
TV IMEDI
უარი აშშ-ის ვიზაზე | დავით კეზერაშვილი აშშ-ის სახდეპთან სამა...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
გუბაზი აშშ-ის წინააღმდეგ / /#სამნი \u0026 Co 06.03.2024
Temur Charelashvili