პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

21.09.2022 37:15

▪ირაკლი კობახიძე რადიკალურ ოპოზიციაზე: მათი ერთადერთი მიზანი და თვითმიზანი საბოტაჟია, ყველანაირად ცდილობენ, რომ რეკომენდაციების შესრულებას დაბრკოლება შეუქმნან ▪„ყველაფერს გააკეთებენ პარლამენტის დატოვების გარდა - არიან დეპუტატები, რომელსაც ხელფასების დატოვება არ სურთ“ ▪„კეზერაშვილს აქვს კონკრეტული თანხა, პირდაპირი გავლენა აქვს მედიასა და პოლიტიკაზე - უკრაინული კანონის მიხედვით, ეს საკმარისი საფუძველია, რომ ის ოლიგარქად იყოს აღიარებული“ ▪„„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკური პარტიაა - ეკა გიგაური პირდაპირ მოგვიწოდებს მეორე ფრონტის გახსნისკენ“ ▪„ჩვენ რომ ეკა გიგაურის რჩევებს გავყოლოდით, დღეს გვექნებოდა არა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, არამედ ორნიშნა ეკონომიკური ვარდნა“ ▪„ISFED-ი რევოლუციურ პროცესში პირდაპირ იყო ჩართული“ ▪„ახალ კანონპროექტს, უკანონო მოსმენების პრობლემასთან, რომელიც წარსულიდან მძიმედ გვახსოვს, კავშირი არ აქვს - ის ამერიკული და ევროპული კანონმდებლობაზე მაღლა დგას, დღეს რეპრესიული რეჟიმი არ მოქმედებს და არავის არაფერი წინ არ ხვდება“ ▪ირაკლი კობახიძე სოსო გოგაშვილზე: ის გარემოება, რომ სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე თანამდებობას ტოვებს და განაწყენებული შედის პოლიტიკაში, უბედურებაა - ეს ფენომენი აჩვენებს პრობლემას, რომელიც წარსულში იყო და გამოსასწორებელია ▪„იმის მტკიცება, რომ მობილიზაციას გამოქცეული რუსები შეიძლება რისკფაქტორები გახდნენ ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის, აბსურდია - სახელმწიფო უსაფრთხოება საიმედო ხელშია“ ▪„„ნაცმოძრაობა“ აბსოლუტურად მოშლილია - ხაბეიშვილს პირდაპირ აფინანსებს ოლიგარქი კეზერაშვილი და ამას მელია აპროტესტებს“ ▪„კეზერაშვილი ცდილობს, ვიღაცებს გადაახტეს და თვითონ მოიპოვოს მეტი ძალაუფლება პარტიის შიგნით“ ▪„დღეს იდეალური მდგომარეობაა - რადიკალური ოპოზიცია დასუსტებულია“ ▪ირაკლი კობახიძე კელი დეგნანის „იმედთან“ ინტერვიუზე: ელჩმა არცერთ კითხვას პასუხი არ გასცა - თუ რაიმეს შეუძლია [ქვეყნებს შორის] ურთიერთობების დაზიანება, ეს მეორე მხრიდან კითხვებზე პასუხების არ გაცემაა ▪„აშშ-ის ელჩთან შეხვედრები და კომუნიკაცია იყო - ჩვენ დახურულ კარს მიღმა ყველა საკითხზე ვსაუბრობთ, ყველაფერს განვიხილავთ ელჩთან ამ ფორმატში“ ▪„ახალი სახალხო დამცველი ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს - არსებულ პოლარიზებულ გარემოში, კონსენსუსის მიღწევა რთულია, მაგრამ არსებული პროცედურა ძალიან ბევრ რამეს აზღვევს“ ▪„დღეს ძალიან მშვიდი ვითარებაა და ვფიქრობთ, რომ ეს სიტუაცია არ შეიცვლება - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს მოცემულობა შენარჩუნდეს“ ▪პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო