პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“
▪️„ევროპარლამენტარების დელეგაციასთან ძალიან საინტერესო და პოზიტიური შეხვედრა გვქონდა - მათი სურვილია, რომ ოპოზიცია 12 პუნქტის შესასრულებლად მიმდინარე მუშაობაში სრულად ჩაერთოს“ ▪️„რეკომენდაციების შესრულების იმდენად მკაფიო გეგმა წარვადგინეთ, რომ კრიტიკის ობიექტური საბაბი არ არსებობს“ ▪️„კითხვები დაისვა ევროკავშირის ელჩთან დაკავშირებით, ითქვა, რომ უმჯობესია, კრიტიკა პოლიტიკოსების მიმართ იყოს, თუმცა კარლ ჰარცელი მოქმედებდა არა როგორც ელჩი, არამედ - როგორც პოლიტიკოსი, მას სახელმწიფოსთვის შეურაცხმყოფელი პოზიციები ჰქონდა და საქართველოს არ უყურებდა, როგორც სუვერენულ ქვეყანას“ ▪️„აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაზე: ჩვენ აშშ-ის ელჩს არცერთხელ არ დავსხმივართ თავს - კითხვის დასმა თავდასხმად ვერ შეფასდება“ ▪️„ჩვენ გვაინტერესებს, შედგა თუ არა სასამართლოში საელჩოს წარმომადგენლისა და მოსამართლის შეხვედრა - [აშშ-ის საელჩოს მხრიდან] ამას პასუხი უნდა გაეცეს“ ▪️„კლანი მეტი კი არაფერი არ არის - კლანი არის არის ადამიანების ერთობა, რომელიც იბარებს ადამიანებს, ითხოვს ანგარიშს და მერე სჯის“ ▪️„თუ შეხვედრის ფაქტი დადასტურდება, შეიძლება, ამას საკანონმდებლო რეგულირება დასჭირდეს - მოსამართლესთან ნებისმიერი კომუნიკაცია შეიძლება დასჯადი გახდეს“ ▪️„როდესაც ამბობენ, რომ შეკითხვის დასმის გამო, ჩვენი ევროატლანტიკური მომავალი დაიქცა, წარმოიდგინეთ, რა დონის თვალთმაქცობასთან გვაქვს საქმე“ ▪️„პრეზიდენტს არ აქვს კომპეტენციები, რომ პრობლემები შეგვიქმნას და ქვეყანას მიმართულება შეუცვალოს - ის საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტია, ქვეყანას ვერ დააქცევს, მაგრამ მისი განცხადებები ქვეყნისთვის საზიანოა“ ▪️„კასიანოვის განცხადებაზე: პირდაპირი ტექსტით თქვა, რომ უკრაინას სურს, საქართველო მეორე ფრონტად იხილოს - საქართველომ, უკრაინის მხარდასაჭერად, რაც შეეძლო, ყველაფერი გააკეთა; ერთადერთი, რაც უკრაინისთვის არ გავაკეთეთ, არის ის, რომ სამხედრო კონფლიქტში არ ჩავერთეთ“ ▪️„ჩვენ პასუხს ვაგებთ იმაზე, რომ არჩევნები სათანადოდ ტარდება - სწორედ იმიტომ, რომ ყველა არჩევნები ასე ჩატარდა, გაყალბებასთან დაკავშირებით, ვერავითარ მტკიცებულებას ვერ წარმოადგენენ - 2020 წელს არჩევნები რომ გაყალბებული ყოფილიყო, ჩვენ იმ პროცესებიდან გამოსვლა გაგვიჭირდებოდა“ ▪️„ISFED-ს თავისი ცოდვები აქვს და ახლა ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს - ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც პარალელური ხმის დათვლის შედეგები გააყალბა, რათა რევოლუციური მუხტი გაეჩინათ“ ▪️პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი / tvimediofficial © Teleimedi LLC 2022
მსგავსი ვიდეოები
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემ...
TV IMEDI
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემ...
TV IMEDI
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემ...
TV IMEDI
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემ...
TV IMEDI
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემ...
TV IMEDI
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემ...
TV IMEDI
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემ...
TV IMEDI
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემ...
TV IMEDI