პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

13.07.2022 37:03

▪️გაფართოების პაკეტზე ევროკომისიის დასკვნის მომზადების თარიღზე: ყველაფერი ჩვენს ლოგიკას გაჰყვა, ცაიტნოტის საჭიროება არ არსებობს ▪️„არსებობს ძალიან დიდი შანსი, რომ 2023 წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მოგვენიჭოს“ ▪️„ევროკომისიის დოკუმენტმა და გადაწყვეტილებამ რადიკალურ ოპოზიციას პოლარიზაციის გაღრმავების შესაძლებლობა მისცა“ ▪️„ქალბატონ რასას განცხადება სამარცხვინო იყო; საჭიროა არა სიტყვების დამარცვლა, არამედ - ფაქტების მოყვანა“ ▪️„ჩემთვის არანაირი განსხვავება არაა სალომე სამადაშვილსა და რასა იუკნევიჩიენეს შორის - არც ერთს ენდობიან საქართველოში და არც მეორეს - ლიეტუვაში“ ▪️ბიძინა ივანიშვილსა და სანქციების შესახებ მოწოდებებზე: შეიძლება, ამ კაცისგან, ვიღაცას რაღაც კონკრეტული უნდა და საზოგადოება კარგად მიხვდება, რაზე შეიძლება იყოს საუბარი ▪️„ჩვენ თუ ომში ჩავერთვებოდით, კანდიდატს სტატუსი აპრიორი მოგვენიჭებოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ომში ჩართვის პირობებში მოგვენიჭება სტატუსი“ ▪️„ბარამიძის განცხადება ჯარისკაცების ცალსახა შეურაცხყოფაა - ქართულ ჯარს ყველა ფრონტზე აქვს დამტკიცებული, რომ საუკეთესოა, თუმცა ნებისმიერი ომი გამანადგურებელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის“ ▪️„12-ვე პუნქტს გავყვებით - ჩვენ აბსოლუტურად გავხსენით კარი დისკუსიისთვის და ოპოზიცია არ ერთვება, ისინი მთლიად ემიჯნებიან დეპოლარიზაციის გეგმას“ ▪️„საარჩევნო ბარიერის თემა მთლიანად პოლიტიკური, ჩვენი კეთილი ნების საკითხია“ ▪️„რაც უფრო მაღალია პოლარიზაციის ხარისხი, მით უფრო მაღალი უნდა იყოს ბარიერი, თუ პოლარიზაცია არ მოხდება, შეიძლება, ბარიერის შენარჩუნებაზე ვიფიქროთ“ ▪️„ქართული ოცნებიდან“ წასულ დეპუტატებზე: მინდა, თითოეული ამ ადამიანის მიმართ პატივისცემა დავაფიქსირო - ერთადერთი, რაზეც ვერ შევთანხმდით, იყო ის, თუ რა დოზით უნდა ითქვას რაღაცები საჯაროდ; მათ განცხადებებში არაფერი ანტიდასავლური არ ყოფილა ▪️„აშშ-ის ელჩმა კითხვებს პასუხი არ გასცა და, სამწუხაროდ, შეუარცხმყოფელი კომენტარით შემოიფარგლა“ ▪️გია გაჩეჩილაძის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე: ეს ყველაფერი იმას წარმოაჩენს, იმის ლუსტრაციაა, თუ რა ღირებულებებით მუშაობენ „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები ▪️პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო