პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

12.06.2022 31:33

▪„თუ სამართლიანად განიხილება ეს საკითხი, ჩვენ კანდიდატის სტატუსი გვეკუთვნის, მთავარია, გადაწყვეტილება ამ შემთხვევაშიც ისეთივე უსამართლო არ იყოს, როგორიც რეზოლუციასთან დაკავშირებით იყო“ ▪„ბატონი დიტო ხუნდაძის განცხადება იყო რეაქცია იმ რეზოლუციაზე, რომელიც ვიხილეთ“ ▪„როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, დარწმუნებული ვარ, ყველა დააფასებს, რომ ჩვენი პატარა ქვეყანა დავიცავით და განადგურებისთვის არ გავწირეთ“ ▪„ჩვენ იმაზე მეტად ვუფრთხილდებით ვიღაცებს და რაღაცებს, ვიდრე, მათ შორის, ძალიან ბევრი ევროპარლამენტარი“ ▪„ბიძინა ივანიშვილმა ისეთი პროცესები გამოიარა და არაფერს შეუშინდა, ახლა თუ ვიღაცას მისი სანქციებით შეშინება სურს, ეს ფუჭად გასროლილი ტყვიაა“ ▪„დღეს ჩვენი პრინციპული ამოცანაა, მშვიდობა, სტაბილურობა და სიმშვიდე შევინარჩუნოთ“ ▪„ოპოზიციის სცენარი რომ წარმატებით განხორციელებულიყო და ხელისუფლება შეცვლილიყო, გარანტირებულად გეუბნებით, დღეს საქართველო აუცილებლად ომის მდგომარეობაში იქნებოდა“ ▪„ყველაფერი გაკეთდა, რომ კითხვარი სათანადოდ მომზადებულიყო - კულუარულად საუბრობენ, რომ ჩვენ მიერ შევსებული კითხვარის ხარისხი ბევრად მაღალია, ვიდრე - მოლდოვასა და უკრაინის შემთვევაში. აღარაფერს ვამბობ შინაარსობრივ მხარეზე“ ▪„ნამდვილად არ ვიცი, რა უნდა პრეზიდენტს, მორალური თვალსაზრისით, ძალიან მძიმე მოსასმენი იყო მისი განცხადება, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა - რომ არა ბიძინა ივანიშვილი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის რიგითი წევრი იქნებოდა“ ▪პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო