პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“

20.10.2022 39:15

▪„უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა, ხელისუფლებას რაც შეეხება, აქ იყო პრობლემები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ომამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, როდესაც საქართველოდან გაქცეული არაერთი უმძიმესი კრიმინალი შეიფარეს“ ▪ირაკლი კობახიძე უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე: დღესავით ნათელია, რომ მათ პირდაპირ სურთ საქართველოში მეორე ფრონტის ხილვა და ამისთვის იყენებენ შანტაჟის მექანიზმს, რომელიც წარმატებული ვერ იქნება ▪„საქართველოში ომსა და მეორე ფრონტს არაფრის ფასად არ დავუშვებთ“ ▪„დანილოვის ფიგურა ვიცით, დანილოვი არის ის, ვისაც იყენებენ რუპორად“ ▪„შოლცის განცხადება იყო ყველაზე ემოციური და ხმამაღალი“ ▪„რომ „დავეწიოთ“ მაგალითად მოლდოვას, უნდა გავხდეთ დსთ-ს წევრი, უნდა ჩავწეროთ კონსტიტუციაში, რომ არასდროს გავხდებით ნატოს წევრი, უნდა გავაღვივოთ კორუფცია და უნდა დავასუსტოთ ჩვენი ინსტიტუტები“ ▪„არცერთ სამუშაო ჯგუფში არ ჩაერთნენ „ნაცმოძრაობა“, „ლელო“ და „სტრატეგია აღმაშენებელი“, ეს არის მარტივი გათვლა, საბოტაჟი 12 პუნქტისა და კანდიდატის სტატუსის მიღების მიმართ“ ▪„რაზეც წერილში ბიძინა ივანიშვილი მიანიშნებდა, რომ ბანკი იყო შანტაჟისთვის გამოყენებული, ეს პრაქტიკულად გათქვა ვიოლა ფონ კრამონმა, როდესაც პირდაპირ დაუკავშირა რეზოლუცია და ბანკი ერთმანეთს“ ▪ირაკლი კობახიძე ლომჯარიაზე: არ შეიძლება სახალხო დამცველი იყოს ისეთი ადამიანი, რომელიც 5 წლის განმავლობაში ესტუმრა ერთადერთ პატიმარს და ეს პატიმარი არის მიხეილ სააკაშვილი ▪„ჩვენ კონცენტრირებულები ვართ 12 პუნქტის შესრულებაზე და იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის ოქტომბერში იქნება სამართლიანი, ობიექტური გადაწყვეტილება“ ▪პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემაში „იმედი LIVE“ ყველა სიახლე იხილეთ ჩვენს ოფიციალურ ვებ-გვერდზე https://www.imedi.ge/ge/shows/83/imed... ტელეკომპანია "იმედის" ოფიციალური Facebook გვერდი   / tvimediofficial   © Teleimedi LLC 2022

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო