ზუგდიდში ახალდაფუძნებული ქალთა კლუბის წევრები დღეს კორპორაცია „ევექსის“ რეფერალური ჰოსპიტალის სამშობიარო განყოფილებას ესტუმრნენ. მათ ახალშობილებს და დედებს ყვავილები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.
კლუბის მენეჯერის ლიკა როგავას თქმით, დღეს ისინი შეეცადნენ გაეხარებინათ ახალშობილთა დედები, რომელთაც შვილების დაბადება და გიორგობა მიულოცეს.
„ყველას გილოცავთ გიორგობას. დღეს ძალიან გაგვახარეს სტუმრობით და საჩუქრებით, რაც ჩვენთვის მართლა მნიშვნელოვანია, წარმატებებს ვუსურვებთ და მადლობა ზუგდიდის ქალთა კლუბს“, - თქვა ერთ - ერთი ახალშობილის დედამ ანა ღაჭავამ.
ზუგდიდის ქალთა კლუბი 2018 წლის სექტემბერში დაფუძნდა. მისი მიზანია სამოქალაქო აქტივიზმის გზით ქალაქის აქტიურ ცხოვრებაში წვლილის შეტანა.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: / rado.atinati
Google+: https://plus.google.com/u/1/
Twitter: / atinati1059
Instagram: / radioatinati1059fm