თანასწორობა გვჭირდება - აქცია ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერების მხარდასაჭერად აქცია სახელწოდებით „თანასწორობა გვჭირდება, თან ასწორებს“ გაიმართა. კამპანია ზუგდიდელებს გენდერული თანასწორობის კამპანიის კეთილი ნების ელჩებმა მსახიობებმა ნატა ბერეჟიანმა და დუტა სხირტლაძემ წარადგინეს. ისინი პროგრამის წარმომადგენლებთან ერთად ადგილობრივებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქალების პოლიტიკური გაძლიერების დადებით მხარეებზე ინფორმაცია მიაწოდეს. „ძალიან ცოტა ქალია ჩართული პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ბოლო არჩევნების მერე უმნიშვნელოდ გაიზარდა ეს მაჩვენებელი -13 %, რაც არის სავალალო მდგომარეობა. თუ მეტი ქალი მოისურვებს პოლიტიკაში ჩართვას, სასიკეთოდ შეიცვლება ქვეყანაში მდგომარეობა“, - აღნიშნა გაეროს განვითარების პროგრამის კომუნიკაციის სპეციალისტმა მაგდა ნოვაკოვსკამ. კამპანიის მიზანია, ხაზი გაუსვას ქალების, როგორც საზოგადოებრივ-პოლიტიკური ლიდერების და ბიზნესში ჩართული აქტორების როლს და წარმოაჩინოს ის ბარიერები, რაც ხელს უშლის ქალს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ კარიერულ წინსვლაში. კამპანია გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით, გენდერული თანასწორობისათვის გაეროს ერთობლივი პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს და რამდენიმე რეგიონში ხორციელდება. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
პროტესტის დისკრედიტაციის მცდელობა-სოლიდარობის აქციის ორგანიზ...
Radio Atinati
"თანასწორობა გვჭირდება"- სოციალური კამპანია ქალთა ეკონომიკურ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჭიდაობა | #პოლიტიკაSHE
Georgian Women's Movement
მარტი გადამწყვეტია თანასწორობისთვის! #6
თანასწორობა გვჭირდება!
რას ფიქრობ შენ? ნაწილი #1
თანასწორობა გვჭირდება!
რატომ გვჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში?
თანასწორობა გვჭირდება!
თანასწორობა გვჭირდება!
თანასწორობა გვჭირდება!
თანასწორობა გვჭირდება! We Need Equality!
თანასწორობა გვჭირდება!