ჭიდაობა | #პოლიტიკაSHE
http://on.fb.me/1RitMaR 8 მარტი ქალთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. ქალთა მოძრაობა უერთდება 8 მარტის აღნიშვნას და ქალების პასიური საარჩევნო ხმის უფლებას (უფლება იყო არჩეული) მოითხოვს. დღეს საქართველოში ქალები არ ვმონაწილეობთ ქვეყნის მართვაში. ჩვენ არ ვართ პოლიტიკაში, რადგან ჩვენ არ ვართ საარჩევნო სიებში. პარტიულ სიაში მოხვედრა არც განათლებაზეა დამოკიდებული, არც გამოცდილებაზე და არც პრინციპულობაზე. პოლიტიკური პარტიები საარჩევნო სიებს დემოკრატიული პრინციპების დაცვის გარეშე ადგენენ და პოლიტიკის გარეთ ტოვებენ ქალებს. სწორედ ამიტომ, შარშან, 2015 წლის 8 მარტს, ჩვენ მოვითხოვეთ სავალდებულო კვოტები - საარჩევნო სიის შედგენის კანონით დარეგულირება, რომელიც უზრუნველყოფდა ქალების 25% წარმომადგენლობას პარლამენტში. სწორედ ამიტომ, წელს, 2016 წლის 8 მარტს, ჩვენ მოვითხოვთ, რომ საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყაროს კვოტების კანონპროექტს. ჩვენ გვინდა, ვიცოდეთ, რომელი დეპუტატი დაუჭერს მხარს კვოტებს - გვინდა ვიცოდეთ, ვის მივცეთ ხმა 2016 წლის საპარლამენტო არჩვენებში. 8 მარტს, 16:00 საათზე, პარლამენტის ყოფილი შენობის წინ საქართველოს მოქალაქეები შევიკრიბებით და ას ორმოცდაათ პარლამენტარს მოგწერთ წერილებს, და მოგთხოვთ, მხარი დაუჭიროთ კვოტების კანონპროექტს. ჩვენ გვჭირდება მეტი ქალი პარლამენტში და მოვითხოვთ თანასწორობას დღეს! აქციაზე სიტყვით გამოვლენ ქალთა უფლების დამცველი აქტივისტები და კვოტების მხარდამჭერი პოლიტიკოსები. აქციას მუსიკით მხარს დაუჭერენ ქეთათო, ერეკლე დეისაძე და ნინა სუბლატი. აქციაზე გაგიმასპინძლდებით ცხელი სასმელებით. დარიგდება სამახსოვრო საჩუქრები და შეგროვდება შემოწირულობები, რომელიც გადაერიცხება ფონდს ქალთა ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდასაჭერად.
Georgian Women's Movement-ის სხვა ვიდეოები
ბაია პატარაია - ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერე...
07:56
ქალთა მოძრაობა: დასაწყისი | Georgian Women' Moveme...
00:29
ხათუნა სამნიძე - ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერ...
00:30
8 მარტის მსვლელობა ქალების უფლებებისთვის - მეტი ქა...
00:57
ლაშა ქავთარაძე - ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერ...
05:12
გესმით ქალის ხმა? ბაია პატარაია რვა მარტის აქციაზე
00:38
გიო ბეჟანიშვილი: ქალზე ძალადობა დანაშაულია, შეაჩერ...
04:21
ნინო გოგუაძე: ფუნდამენტური პრობლემა ჩემს გვერდით ი...
მსგავსი ვიდეოები
ჭიდაობა | სპორტკლუბი | 18.12.2023
Ajara TV
ქართული ჭიდაობა | საერთაშორისო ღია აბსოლუტური ფალავნობა
GMS TV
ფესტინოვა 2018
ინდიგო | INDIGO MAGAZINE
ჭიდაობა საქართველოს ეროვნული ჩემპინატი U23 | ბერძნულ-რომაული...
GMS TV
ჭიდაობა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი თავისუფალი სტილი | დ...
GMS TV
ჭიდაობა საქართველოს ეროვნული ჩემპინატი თავისუფალი სტილი | დღ...
GMS TV
ჭიდაობა - 110კგ ბოდიბილდერი VS 61კგ MMA-ს მებრძოლი | ძალა თუ...
Tazo Botchorishvili
გუბაზ სანიკიძე | გიორგი თარგამაძის ფორმულა
Formula News