ჩვენ ვიცით რა არის ომი - ქალთა კლუბის შეხვედრა ზუგდიდში
პროექტის "ჩვენ ვიცით რა არის ომი" ფარგლებში ზუგდიდში ქალთა კლუბის პირველი შეხვედრა გაიმართა. მას ზუგდიდში მცხოვრები უკრაინიდან იძულებით გადაადგილებული და აფხაზეთიდან დევნილი ქალები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე ადგილობრივი მონაწილეებიც იმყოფებოდნენ. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია საქართველოში არსებულ და მათზე მორგებულ სერვისებზე.შეხვედრაზე საუბარი შეეხო იმ გამოწვევებსა და პრობლემებს, რომლებსაც დევნილი ქალები მათ გარშემო არსებულ სოციუმში აწყდებიან.ქალებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება და ქალთა კლუბის მომდევნო შეხვედრა დაგეგმეს. პროექტს არასამთავრობო ორგანიზაცია "მარდიანობა" ქალთა ფონდის მხარდაჭერით ახორციელებს. ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარის, ხათუნა გადელიას განმარტებით, პროექტის მიზანია ომით დაზარალებული ქალების ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია, მათი ადაპტაცია ახალ გარემოში და მხარდაჭერა. "უკრაინელ ქალბატონებს ვთავაზობთ ინდივიდუალურ ფსიქოლოგიურ კონსულტაციებს, მასტერკლასებს ხელოვნების სხვადასხვა დარგში და ქართული ენის შემსწავლელი კურსებს", - უთხრა მან რადიო "ათინათს". რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / radioatinati.ge Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
Sf-x - თვითგანადგურების რეჟიმი (Demo Version)
Zaza Nozadze
Sf x - თვითგანადგურების რეჟიმი (Lyrics)
Kallandadz3
№37 7.12.2022 წ. აკაკი ჯორჯაძე - ცვლილებებისათვის უნდა დავჯდ...
№35 2022 აკაკი ჯორჯაძე - მიმდინარეობს პირველობისთვის ბრძოლა,...
რუსული გავლენები საქართველოში 2019
სამოქალაქო საზოგადოება XXI
დილის საუბრები | ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილი
რადიო თავისუფლება
№39 2022 აკაკი ჯორჯაძე - რას იზრახიან ეპარქიებად დაშლა ქვეყნ...