Sf-x - თვითგანადგურების რეჟიმი (Demo Version)
DEMO VERSION Follow us: https://www.facebook.com/zazanozadzeo... https://www.instagram.com/zazanozadze56 Mixing/Mastering: Taha 9/11 Instrumental: Omar'K Lyrics: თვითგანადგურების რეჟიმი Bridge თუ ხარ დედამიწელი დედამიწა შეიცანი თუ კი შეიცანი მაგრამ ვერ შეიგრძენი თუ ვერ შეიგრძენი მაშინ გაუძელი თუ ვეღარაფერს გრძნობ უბრალოდ გაუძელი Hook ვეღარ ვთიშავთ თვითგანადგურების რეჟიმს თქვენ თუ თიშავთ?! ვეღარ ვთიშავთ თვითგანადგურების რეჟიმს თქვენ თუ თიშავთ?! Verse 1 სალამი დედამიწიდან უკვე 20/20დან თქვენთან რამდენი წელი გავიდა გიბოძოთ წერილი მინდა: თუ მოვიდა თქვენამდე და ისმენთ ეხლა ამ ჩანაწერს, თუ მოაღწევს ის მემატიანეა ისევ სულ რომ აღწერს დღეის მონაცემს რომელიც არ უნდა იყოს საუკუნე ანდა წელი რჩება ბევრი რამ უცვლელი ვარ დედამიწელი თუ მე გამიცანი ხოლო ეს ჩანაწერი, ეხლა რაც არის გწერ ქართული შიფტით საქართველოდან ადგილი თბილისი გეტო ამას ვერაფერს უზამდა ვერც დრო შვილი ხარ შენც ალბათ იმის რაც გერგო ჩვენ არ ვიცით რამდენმა მიწამ დაგვმარხა და რამდენი უკვე ამ პლანეტამ ნახა ვიცით რომ ერთხელ უკვე იყო წარღვნა და ვიცით რა არის ახლა.. დაბადებიდანვე თავისუფალია ნება ჯერ კიდე როცა დაიბადნენ ადამიანებად ადამი და ადამები, ევები და ევა ყველას ადგილია მარა ყველა ვერ ეტევა მან იცოდა იქნებოდა სიხარულის გარეშე ცხოვრევა თუ ჩაივლიდა სიყვარულის ფარეშე და რომ უკან გიბრუნდება რასაც დათეს შებ კანონზომიერება გიპოვის ყველა მხარეში და საკუთარი არჩევანი მოკვდავის რომ საკუთარ თავშივე შექნბა ზიზღი და გაჩნდა ზიზღი მიმართ მოყვასის და გაჩნდა შური და მოყვა სისხლი და მოკლა მოკლედ საკუთარივე ძმა თურმე რატომ გამოთალა ეს წყეული ქვა მან ეს ქნა - მკვლელობა შექნა ჯერ შეკრთა მაგრამ რამდენიმე ხანი რომ გავიდა თავისივე თავის კი არ შერცხვა ძლიერებად მიიღო ეს და შეცდა მაგრამ მთავარი ტრაგედია ის არის აქ რომ სხვები როცა გაიგებენ იზამენ რას და არა მარტო იმას ტრაგედია ისაა რომ ის ძლიერი მოეჩვენა ყველა ადამიანს და დაუწყეს მიბაძვა ძლიერს... Bridge Hook Verse 2 მერე ადამიანმა დატოვა წყეული ტყე მაგრამ ვერასოდეს დატოვა ველური მე ჯერ იხმარა იარაღად რჩეული ხე და მარად დარჩა ეგოს ეული ტყვე მერე გამოვჭედეთ რკინა ბასრი და მისი ათასი ასლი ათასი წელი ათასი გასული უფრო დაიხვეწა აზრი მერე მოვიგონეთ ვაზნა დენთი მერე მოვიგონეთ ომი, სიკვდილი მერე კი ვდგავართ და ვიძახით ღმერთო ნეტავი სად არის ღმერთი და გაჩნდა შიში ერთმანეთის ხოდა ადამიანს ადამიანების ეშინოდა და დაემგსგავსა ერთადერთ მოკვდავს რომელიც კლავს, იმიტომ რომ მოკლას რადგან აქვს - ეს ყველაფერი ჯიშში მოდგამს როცა ყველაფერს დაკარგავს მერე მოთქვამს მერე კი ისევ დაივიწყებს ნორმებს იწყენს.. და ისევ იწყებს ომებს და ყოველ ახალ ეპოქაში ბაბილონებს ვაშენებთ ის გადაგვაშენებს ხოლმე და გამოვიგონეთ ახალი ღმერთი და რომელიც უფრო მოგვეწონა მას ვეტრფით არსაიდან მოსული მილიონი ვირუსი და კითხვა პასუხი - ექსპერიმენტი! ადამიანი კი საცდელი ვირთხა ეს ვირთხა წუწუნებს: სად არის ღმერთი?! თორე ამბობენ ადამ ადრე ცხოვრობდი შენ ასეულობით წელი სანამ არ აამღვრევდა წყალს ადამიანის ხელი და გადარჩენას გისურვებთ მანდ ნეტავ თქვენთან რომელია წელი და ბაბილონის რომელ სართულზე ხართ ნეტავი თქვენ რა შეძელით ნეტავი თუ უკვე მანქანა ცაშია ან თუ არსებობს ცა ხვალ თუ საერთოდ რომელიც მისმენ მოკვდავი კი არა მანქანა ხარ ეს მე ვარ ადამ, რომელიც ხარ, იღიმი ეხლა თუ მოთქვამ ეს იყო საქართველოდან ვარ ადამიანთა მოდგმა Hook მე გავთიშავ თვითგანადგურების რეჟიმს!!! თქვენ თუ თიშავთ?! მე გავთიშავ თვითგანადგურების რეჟიმს!!! თქვენ თუ თიშავთ?!
Zaza Nozadze-ის სხვა ვიდეოები
Sf-x - თბილისიდან / TbilisiDONE (Prod. HaruTune)
Sf-x - რაც არ უნდა თქვან (Prod. Nick Green)
Sf-x - არ ვეშვები (Prod. Cas)
Sf-x - მოწეული "ზაზები" 2
Sf-x - ბაზარი არაა | Prod. By @beatpatch
Sf-x - ადამი და ევა (დასაწყისი)
Sf-x - მოთამაშე "ზაზები"
Sf-x ft Cas - ეხლავე REMIX (Prod. Cas) Official Vi...
მსგავსი ვიდეოები
Sf x - თვითგანადგურების რეჟიმი (Lyrics)
Kallandadz3
Sf-x - თვითგანადგურების რეჟიმი (2020) Prod. Omar' K
Zaza Nozadze
Sf-x - Sadarbazoshi Vinc Debs ზაზა ნოზაძე - სადარბაზოში
gaga lortqipanidze
Sf-x - ჩემი ქალაქი / Chemi Qalaqi (Prod By Zaza Tevtidze)
Hip Hop Movement
Sf-x - მასზე ამბობენ რომ აფრენს...
FTW RecordZ
Sf-x - თბილისიდან / TbilisiDONE (Prod. HaruTune)
Zaza Nozadze
Sf-x - რაც არ უნდა თქვან (Prod. Nick Green)
Zaza Nozadze
Sf-x - არ ვეშვები (Prod. Cas)
Zaza Nozadze