ვითარება მარიუპოლში
„ოკუპირებული მარიუპოლის ირგვლივ მდებარე საგუშაგოებზე, ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მილიციასა და ადგილობრივ კოლაბორანტებს რუსული გვარდიისა და „კადიროველების“ წარმომადგენლები ცვლიან და ფაქტობრივად, ქალაქიდან ევაკუაცია შეუძლებელი ხდება“, – ამის შესახებ მარიუპოლის მერის მრჩეველმა, პეტრ ანდრიუშენკომ „ტელეგრამით“ განაცხადა. „ქალაქიდან ჩვენი წყაროები იტყობინებიან, რომ მარიუპოლის გარშემო საგუშაგო-გამშვებ პუნქტებზე, ზაპოროჟიეს მიმართულებით, ოკუპანტების როტაცია მიმდინარეობს, ამბობს ანდრიუშენკო. მისივე თქმით, ოკუპანტები დამატებით საგუშაგოებს აწყობენ იმ გრუნტოვან გზებზეც, რომელთა საშუალებით ბლოკპოსტების გვერდის ავლაა შესაძლებელი. მერის მრჩეველი ამბობს, რომ ფაქტობრივად, დღეიდან ქალაქიდან ნებისმიერი ევაკუაცია შეუძლებელი ხდება, ვიდრე მოლაპარაკებების შედეგად გარკვეული დერეფნები არ გაიხსნება. „ყველა, ვინც ოკუპანტების პროპაგანდას და ინფორმაციას ეყრდნობა და პირადი ნივთების გასატანად მარიუპოლში დროებით დაბრუნებას აპირებს, ნუ გააკეთებს ამას“, – განაცხადა ქალაქის მერის მრჩეველმა და აღნიშნა, რომ განაგრძობენ მუშაობას ევაკუაციისთვის. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მძიმე ვითარება მარიუპოლში | პუტინის ომის 58-ე დღე უკრაინაში
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
საომარი მოქმედებების 26-ე დღე უკრაინაში - ვითარება მარიუპოლშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster