ვითარება მარიუპოლში


აფეთქებების ხმა ისევ ისმის მარიუპოლში. რუსი სამხედროების მიერ თეატრის შენობის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია ისევ არ ვრცელდება. შეგახსენებთ, რომ 1 200-მდე მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, დაწესებულებას. „ბიბისის“ ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში მდებარე შენობა სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა. მარიუპოლი უკვე 14 დღეა ალყაშია, სადაც 300 000-მდე ადამიანი იმყოფება. მათ არ მიეწოდება წყალი, ელექტროენერგია და გაზი. რუსი სამხედროები მარიუპოლში არც ჰუმანიტარულ დახმარებას უშვებენ. ამასთან, რუსული მედია ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურზე დაყრდნობით, წერს რომ მარიუპოლის სიახლოვეს მოხერხდა რუსი სპეცრაზმელების გადარჩენა, რომლებიც უკრაინელი სამხედროების ჩასაფრებაში მოხვდნენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან