ვითარება მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე
თითქმის სამთვიანი სასტიკი ბრძოლის შემდეგ, მარიუპოლის დაცვა შეწყდა. არსებული ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა „აზოვსტალის“ მეტალურგიული კომბინატის ტერიტორია დატოვეს. თუმცა ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ ის და სხვა ხელმძღვანელი პირები რჩებიან ადგილზე. ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსულმა მედიამ გაავრცელა ცნობა მისი ტყვედ ჩაბარების შესახებ. შეგახსენებთ, რომ ქარხანა „აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების გაყვანის ოპერაცია სამი დღეა გრძელდება. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს თქმით, რუსულ მხარეს „აზოვსტალში“ მყოფი 1908 ადამიანი ჩაბარდა. გარდა ამისა, საწარმოდან 177 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 85 ქალი და 47 ბავშვი გავიდა. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების სადაზვერვო მიმოხილვის მიხედვით კი, ტერიტორია დაახლოებით 1700-მა უკრაინელმა ჯარისკაცმა, მარიუპოლის „აზოვსტალის“ ქარხანა დატოვა და ახლა უცნობია, რამდენი ჯარისკაცი რჩება ადგილზე. ბატალიონ „აზოვის“ მეთაურის განცხადებით, მათ პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენის და მარიუპოლის დაცვის შეწყვეტის ბრძანება მიიღეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ქალაქ მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება „აზოვსტალში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მე-60 დღე - ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინის ქალაქ მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინის ქალაქ მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ქალაქ მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster