რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რთული ვითარება რჩება ხარკოვის ოლქში - ბოლო რამდენიმე საათში დაიღუპა ხუთი ადამიანი და დაიჭრა 11. ამ დროისთვის ყველაზე ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს ლისიჩანსკში. ცოტა ხსნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დონეცკში, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ნავთობტერმინალს ცეცხლი გაუჩნდა. კვლავ ბლოკირებული რჩება მარიუპოლში მდებარე „აზოვსტალის ქარხანა“ - როგორც უკრაინელი მებრძოლები იუწყებიან, ქარხანა რამდენჯერმე დაიბომბა. ცოტა ხნის წინ სააგენტო „როიტერსმა“ ცნობა გაავრცელა, რომ მარიუპოლიდან ევაკუაცია, შესაძლოა, დღეს მოხდეს. გასულ დღე-ღამეში ცხრა საჰაერო იერიში მოიგერიეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა. გაერთიანებული ოპერაციის შტაბში იუწყებიან, რომ შეძლეს რუსების სამხედრო ტექნიკის განადგურება. მათ შორის ჩამოგდებულია 15 საფრენი აპარატი. პენტაგონში აცხადებენ, რომ ომის დაწყების დღიდან რუსეთმა 1 900-ზე მეტი რაკეტა ისროლა უკრაინის მიმართულებით. ყველაზე მეტი მარიუპოლში. უკრაინის პრეზიდენტმა მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ რუსეთი პატივს არ სცემს საერთაშორისო ინსტიტუტებს. ზელენსკის თქმით, უკრაინის პროკურატურამ უკვე გამოავლინა ათი რუსი ჯარისკაცი, რომელთაც ბუჩაში სამხედრო დანაშაულებში ედებათ ბრალი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster