ომის მე-60 დღე - ვითარება უკრაინაში
გასული დღე-ღამის განმავლობაში, ლუგანსკის ოლქში რვა ადამიანი დაიღუპა. რეგიონის ადმინისტრაციის სამხედრო მეთაურის ცნობით, დაშავებულია კიდევ ორი პირი. მისი თქმით, რუსულმა მხარემ 12-ჯერ დაბომბა მშვიდობიანი მოსახლეობა. ცეცხლის ქვეშ მოყვა პოლიციის განყოფილებაც. რაც შეეხება მარიუპოლში არსებულ ვითარებას, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის თქმით, რუსული არმია განაგრძობს საარტილერიო და ავია-თავდასხმებს „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინელი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები აფარებენ თავს. პოდოლიაკი რუსეთს სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტას, მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებასა და სამხედროების გასაცვლელად, სპეციალური მოლაპარაკების რაუნდის გამართვას სთავაზობს. უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსებმა„ისკანდერის“ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში განალაგეს. მათივე ცნობით, ბელარუსის ჯარების გარკვეული ნაწილები განაგრძობენ უკრაინა-ბელარუსის საზღვრის გადაფარვას, ბრესტისა და გომელის რეგიონებში. გარდა ამისა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილები ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში უკრაინა-რუსეთის საზღვრის ინტენსიურ დაცვას ცდილობენ. უკრაინის საზღვრიდან 3 კილომეტრში, ბრიანსკის რეგიონში ოკუპანტები პოზიციებს აძლიერებენ. ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის თორმეტი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 4 ტანკი, 15 ერთეული ჯავშანტექნიკა, 4 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და 5 ერთეული საარტილერიო სისტემა. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე 213 ბავშვია დაღუპული, 602 კი დაშავდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის მე-60 დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ომის მე-60 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მე-16 დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოითმინე, პატარავ, მოითმინე!../Baby, just bear it a little m...
Chernovetskiy Fund
მე-3 ნაწ: გთხოვთ, მიშველეთ! - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადე...
PK TV2
მე-2 ნაწ: გთხოვთ, მიშველეთ! - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადე...
PK TV2
Soso Mikeladze - მებრძოლის გზა
Soso Mikeladze Official
1-ლი ნაწ: გთხოვთ, მიშველეთ! - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადე...
PK TV2