უკრაინაში ომის მე-60 დღე
რუსებმა „ისკანდერის“ტიპის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსი უკრაინის საზღვრიდან 60 კილომეტრში, ბელგოროდის რეგიონში, სლობოჟანსკის მიმართულებით განალაგეს. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოპერატიულ ინფორმაციაშია მითითებული. მათივე ცნობით, ბელარუსის ჯარების გარკვეული ნაწილები განაგრძობენ უკრაინა-ბელარუსის საზღვრის გადაფარვას, ბრესტისა და გომელის რეგიონებში. გარდა ამისა, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის სასაზღვრო ნაწილები რუსეთის ბრიანსკისა და კურსკის რეგიონებში უკრაინა-რუსეთის საზღვრის ინტენსიურ დაცვას ცდილობენ. უკრაინის საზღვრიდან სამ კილომეტრში, ბრიანსკის რეგიონში, ოკუპანტები პოზიციებს აძლიერებენ. ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ტერიტორიებზე უკრაინულმა ძალებმა მოწინააღმდეგის თორმეტი შეტევა მოიგერიეს, გაანადგურეს 4 ტანკი, 15 ერთეული ჯავშანტექნიკა, 4 ერთეული საავტომობილო ტექნიკა და 5 ერთეული საარტილერიო სისტემა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
მსგავსი ვიდეოები
ომის მე-60 დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მე-60 დღე - ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მე-16 დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში - ომის მე-6 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მე-11 დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ომის დაწყებიდან მე–8 დღეს ლტოლვილების რაოდენობამ 1...
საპატრიარქოს ტელევიზია ერთსულოვნება
დაბომბილი და მიწასთან გასწორებული ქალაქები უკრაინაში | ომის...
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster