ომის მე-60 დღე უკრაინაში
სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა და შვიდი დაშავდა ხარკოვში საცხოვრებელი უბნის დაბომბვის შედეგად. ოლქის ხელმძღვანელის განცხადებით, ორი მათგანის მდგომარეობა მძიმეა. დილიდან დაიბომბა ზაპოროჟიეს ოლქიც, რომლის მიმართულებითაც სამი რაკეტა ისროლეს. ერთ-ერთი ჰაერში აფეთქდა. წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ერთი და დაშავდა კიდევ ერთი ადამიანი. საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში რკინიგზა დაბომბეს. ცეცხლი ხუთ სარკინიგზო სადგურს გაუხსნეს. დაიღუპა ერთი რკინიგზელი, ოთხი კი დაშავდა. სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსებმა ვინიცის ოლქის ქალაქ ჟმერინკაზე. უკრიანის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, მტრის სამხედროების მიერ დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის ოლქის ქალაქ კრემინაში აფეთქებები მოხდა ადმინისტრაციულ და პოლიციის შენობებში. აფეთქებების სავარაუდო მიზეზად ბუნებრივ აირი დასახელდა. ამასთან, უკრაინის გენერალური პროკურატურის ცნობით, ომის დაწყებიდან, რუსი სამხედროების აგრესიას ქვეყანაში სულ მცირე 217 ბავშვი ემსხვერპლა. გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა მტრის სამი თვითმფრინავი და ამდენივე ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომის მე-60 დღე - ვითარება უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინაში ომის მე-60 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის მე-16 დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მოითმინე, პატარავ, მოითმინე!../Baby, just bear it a little m...
Chernovetskiy Fund
მე-3 ნაწ: გთხოვთ, მიშველეთ! - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადე...
PK TV2
მე-2 ნაწ: გთხოვთ, მიშველეთ! - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადე...
PK TV2
Soso Mikeladze - მებრძოლის გზა
Soso Mikeladze Official
1-ლი ნაწ: გთხოვთ, მიშველეთ! - ავთვისებიანი სიმსივნით დაავადე...
PK TV2