ვითარება უკრაინის ქალაქ მარიუპოლში
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის მიმდებარე სახლები გუშინ 46-მა მშვიდობიანმა მცხოვრებმა დატოვა. უწყების ცნობით, დღის განმავლობაში 25 ადამიანი გამოვიდა, დაღამების შემდეგ კი, ტერიტორია 21-მა პირმა დატოვა. რუსული მხარის მტკიცებით, ევაკუირებულ სამოქალაქო პირებს თავშესაფარი და საკვები მისცეს და სამედიცინო დახმარებით უზრუნველყვეს. გუშინ საღამოს კი, ბატალიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილემ, სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან განხორციელდა 20 მოქალაქის ევაკუაცია, მათ შორის იყვნენ ბავშვები. პალამარმა იმედი გამოთქვა, რომ ევაკუირებული მოქალაქეები უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იქნებოდნენ გადაყვანილი. მარიუპოლის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს ინფორმაციით, „აზოვსტალის“ მეტალურგიულ ქარხანაში დაახლოებით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე რჩება და ზოგიერთი მათგანი „სიკვდილისა და სიცოცხლის ზღვარზეა“. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება უკრაინის ქალაქ მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინის ქალაქ მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ქალაქ მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 88-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში - „მოამბე“ ქალაქ ლვოვიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 72-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის სამხედროებმა გუსაროვკას გათავისუფლება შეძლეს - უკრა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 72-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster