ვითარება უკრაინის ქალაქ მარიუპოლში
რუსეთის პრეზიდენტმა განკარგულება გასცა „აზოვსტალის“ სამრეწველო ზონის შტურმი შეჩერდეს. გადაწყვეტილებას ვლადიმერ პუტინი რუსი სამხედროების სიცოცხლის შენარჩუნების მიზნით ხსნის. თუმცა პუტინი მოითხოვს „აზოვსტალის“ ბლოკირება გაგრძელდეს. მანამდე, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ პრეზიდენტს აცნობა, რომ „აზოვსტალის“ ზონის გარდა, სადაც მისი თქმით, 2000-მდე უკრაინელი სამხედრო იმყოფება, დანარჩენ მარიუპოლზე კონტროლი დამყარებულია. უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი პროგნოზირებს, რომ დონბასზე იერიშის აქტიური ფაზა 9 მაისამდე გასტანს. დავით არახამია და მიხაილ პოდოლიაკი ადასტურებენ, რომ მზად არიან რუსებთან ევაკუაციის საკითხის განსახილველად მარიუპოლში ჩავიდნენ. თავდაპირველად ამის შესახებ „აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილემ, კაპიტანმა სვიატოსლავ პალამარმა განაცხადა. მარიუპოლში 120 ათასამდე მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. მათ შორის „აზოვსტალში“ათასამდე პირი იმყოფება. მათთან ერთად არიან მარიუპოლის დამცველები, რომლებიც მზად არიან ევაკუაციისთვის, თუკი პროცესს მხარდაჭერას მესამე ქვეყანა გაუწევს. ოთხშაბათს მარიუპოლიდან დაგეგმილი ევაკუაციის პროცესი ჩავარდა. ქალაქი მხოლოდ ოთხმა ავტობუსმა დატოვა. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თქმით, უკრაინის ხელისუფლების გეგმა ქალაქიდან 6 000-მდე მშვიდობიანი მოქალაქის გამოყვანასთან დაკავშირებით ვერ განხორციელდა, რადგან რუსულმა მხარემ ვერ შეძლო უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა. ევაკუაციის მცდელობა დღეს უნდა განახლდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება უკრაინის ქალაქ მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინის ქალაქ მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ქალაქ მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 88-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება უკრაინაში - „მოამბე“ ქალაქ ლვოვიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 72-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის სამხედროებმა გუსაროვკას გათავისუფლება შეძლეს - უკრა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 72-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster