უკრაინის სამხედროებმა გუსაროვკას გათავისუფლება შეძლეს - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში იუწყებიან, რომ უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ერთ-ერთი დასახლების, გუსაროვკას გათავისუფლება შეძლეს. მათივე ცნობით, ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ხარკოვი სულ მცირე 15 -ჯერ დაბომბეს. ისევ რთულია ვითარება მარიუპოლშიც, სადაც ქალაქის რამდენიმე ნაწილში რუსი ოკუპანტები იმყოფებიან, თუმცა ქალაქის სრულად კონტროლს ვერ ახერხებენ. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ რუსმა ოკუპანტებმა როვნოს ოლქის ქალაქ დუბნოში მდებარე ნავთობტერმინალი გაანადგურეს. მსხვერპლი არ არის. ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ავრცელებს ცნობას, რომ დღესვე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მეთერთმეტედ გაანადგურეს რუსული ძალები ხერსონის ოლქში მდებარე ჩერნობაევკას აეროპორტთან. მძიმე მდგომარეობაა ჩერნიგოვოს ოლქში. რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის გამო, მოსახლეობას არ მიეწოდება დენი და წყალი, გათიშულია გათბობაც. საერთო ჯამში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ვერ შეძლებს წინ წაწევა და განაგრძობენ ძალების განახლებას და გადაჯგუფებას, რათა კიევზე შეტევა განაახლონ. დღესვე, უკრაინის გენშტაბში გაავრცელეს ახალი ინფორმაცია დანაკარგების შესახებ. მათი ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში დაიღუპა 16 600 რუსი სამხედრო მოსამსახურე. განადგურებულია 582 ტანკი და 1 664 ჯავშანმანქანა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სამხედროები განაგრძობენ დასახული ამოცანების შესრულებას. მოსკოვში დაადასტურეს ლვოვზე მიტანილი იერიში. მათვე ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა შეძლეს 18 უკრაინული უპილოტო აპარატის ჩამოგდება. ამ მონაცემების გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია. პარალელურად, დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ქართველმა სამხედროებმა უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძ...
თავდაცვის სამინისტრო
რუსმა სამხედროებმა უკრაინის გემებს ზღვაში გასასვლელი დაუკეტე...
Ajara TV
გათავისფულებულ კუნძულ ზმეინზე სამხედროებმა უკრაინის დროშა აღ...
Prime Time
ომი უკრაინაში - 255-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 82-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევაკუაცია უკრაინის ქალაქ ირპენიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 70-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster