რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში - 82-ე დღე
რუსეთი უკრაინის დაბომბვას აგრძელებს - სევეროდონეცკში და ლისიჩინსკში საოკუპაციო ძალების ავიაიერიშების შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, ცხრა კი დაშავდა. რამდენიმე საათის წინ კიდევ ერთი სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა ოდესაზე. დაშავდა ორი ადამიანი, მათ შორის ბავშვი. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ცნობით, ზარალის გამო, რუსებმა უკან დაიხიეს ავდეევკის მიმართულებით. ამავდროულად, ლიმანისა და ბახმუტისკენ ოკუპანტები შეტევას განაგრძობენ. უკრაინის არმიის გენშტაბის ცნობით, რუსი სამხედროების ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია დონეცკის მიმართულებით. საოკუპაციო ძალების შეტევის შეკავების მიზნით, უკრაინის არმიის სამხედროებმა ლუგანსკის ოლქში რუსების მიერ ოკუპირებული სარკინიგზო ხიდები ააფეთქეს. ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, უკრაინის არმია ამ დროისთვის ლუგანსკის ოლქის ათ პროცენტს აკონტროლებს. უკრაინელმა სამხედროებმა გაერთიანებული ძალების პასუხისმგებლობის ზონაში გაანადგურეს ორი რუსული ვერტმფრენი, ხუთი უპილოტო თვითმფრინავი, სამი ტანკი და ექვსი ჯავშანმანქანა. დონბასში ბოლო ერთ დღეში უკრაინის არმიის ნაწილებმა რუსეთის 17 შეტევა მოიგერიეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster