რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

19.10.2022 01:22

ავიაიერიშები უკრაინაზე გრძელდება - რუსმა ოკუპანტებმა დნეპროპეტროვსკის ოლქში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები დაბომბეს. შედეგად კრივი-რიჰის რაიონის ბევრი დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. რუსმა ოკუპანტებმა ასევე იერიში განახორციელეს ენერჰოდარზე. მიკოლაევის რეგიონის გუბერნატორის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა 13 კამიკაძე-დრონი ჩამოაგდეს. უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ მიმართვაში განაცხადა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსებმა უკრაინის 10 რეგიონზე განახორციელეს დარტყმები. მათ შორის ჟიტომირში, კიევში, სუმში, დნიპროსა და კრივოი როგში, ასევე ხარკოვში, ზაპოროჟიეში, ნიკოლაევსა და დონბასში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: