ვითარება „აზოვსტალში“
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხნის შტურმი განაახლეს. გერმანულ მედიასთან საუბარში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე გამაგრებული უკრაინელი სამხედროები ამბობენ, რომ რუსეთის ხელისუფლებას სურს 9 მაისისთვის ლეგიონ „აზოვის“ რამდენიმე წევრი ტყვედ აიყვანოს და აღლუმზე გალიებში წარადგინოს. მათივე თქმით, 4 დღის განმავლობაში მიმდინარე შტურმის შედეგად დაიღუპა რამდენიმე მებრძოლი, თუმცა მარიუპოლის დამცველები წინააღმდეგობას განაგრძობენ. „აზოვსტალში“ მყოფმა ერთ-ერთმა მედიკოსმა გაავრცელა ვიდეომიმართვა, სადაც დახმარებას თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ ტაიპ ერდოღანს სთხოვს. თავის მხრივ კრემლში აცხადებენ, რომ მზად არიან „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოქალაქეებს გზა გაუხსნან, თუმცა იქ მყოფმა სამხედროებმა იარაღი უნდა დაყარონ. დღეს მარიუპოლიდან კიდევ ერთხელ იგეგმება ევაკუაცია. როგორც გაერო-ში აცხადებენ, მზადება უკვე დაწყებულია. უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ ხალხის გამოყვანა ადგილობრივი დროით 12 საათზე დაიწყება. გაერო-ს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ მარიუპოლიდან და მათ შორის „აზოვსტალდან“ კიდევ 500 ადამიანის გამოყვანა მოხერხდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
#მოამბე 21 საათზე, 12 მაისი, 2022 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 83-ე დღე
TV IMEDI
ვითარება უკრაინის ქალაქ მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პოდოლიაკი: „გათავისუფლება“ ქალაქების განადგურებას ნიშნავს.
ამერიკის ხმა
ჰუმანიტარული კრიზისი „აზოვსტალში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება ქალაქ მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster