საომარი მოქმედებების 26-ე დღე უკრაინაში - ვითარება მარიუპოლში

21.03.2022 00:49

უკრაინა მარიუპოლის დათმობას არ აპირებს - ქალაქის ჩაბარებაზე რუსეთმა უარი მიიღო. უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, კიევმა მოსკოვს უკვე აცნობა, რომ ეს საკითხი არ განიხილება. მანამდე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებს ადგილობრივი დროით, დილის 05:00 საათისთვის დანებება შესთავაზა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში თქვეს, რომ წინადადებაზე წერილობითი პასუხის შემთხვევაში, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათისთვის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიდა. რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, გენერალ-პოლკოვნიკმა თქვა, რომ ადგილობრივი ოფიციალური პირები „სამხედრო ტრიბუნალის“ წინაშე აღმოჩნდებიან, თუ ისინი ჩაბარების პირობებს არ დათანხმდებიან. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო