ვითარება მარიუპოლში
ალყაში მოქცეულ მარიუპოლს რუსული ძალები დღეიდან დაკეტავენ, ქალაქში დარჩენილ კაცებს კი ოკუპანტების შემოწმების გავლა მოუწევთ. ამ ინფორმაციას მარიუპოლის მერის მრჩეველი ავრცელებს. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა ქალაქის შიგნით გადაადგილებისთვის საშვების გაცემა დაიწყეს. მერის მრჩეველი ამბობს, რომ ასობით მოქალაქეს რიგში დგომა უწევს დოკუმენტის ასაღებად, რომლის გარეშეც არა მხოლოდ ქალაქის უბნებს შორის გადაადგილება, არამედ ქუჩაში გასვლაც კი არ შეეძლებათ. რუსებმა მარიუპოლის უკრაინელ დამცველებს ულტიმატუმი კიდევ ერთხელ წაუყენეს და მათ დანებებისთვის დრო მისცეს. მარიუპოლში არსებულ მძიმე ვითარებაზე ისაუბრა ტელეკომპანია „სი-ენ-ენ“-თან ინტერვიუში ქვეყნის პრეზიდენტმა. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ქალაქიდან ათეულობით ათასი ადამიანი რუსეთის ტერიტორიაზე იძულებით გადაიყვანეს, მათ შორის 5 000 ბავშვია. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინულ მხარეს ამ ადამიანების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარიუპოლში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მძიმე ვითარება მარიუპოლში | პუტინის ომის 58-ე დღე უკრაინაში
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
საომარი მოქმედებების 26-ე დღე უკრაინაში - ვითარება მარიუპოლშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster