ინერტული მსალის მოპოვება და მასთან დაკავშირებული პრობლემები

08.10.2019 01:23

ინერტული მასალის მოპოვება და მასთან დაკავშირებული პრობლემები რეგიონში - ამ საკითხთან დაკავშირებით, ნაციონალურ მოძრაობაში პრეზენტაციის სახით, ბრიფინგი გაიმართა. ოპოზიციის მტკიცებით, ამ მიმართულებით მომუშავე, ყველა კომპანიის უკან, ქართული ოცნება დგას. შპს „ჯორჯ ტრანსი“,  შპს „ქობულეთი მ“ და ინდმეწარმე „ლევან ხოზრევანიძე“ - რეზო ხარაზის თქმით, ამ კომპანიების მიერ, კარიერის მოპოვებისას უსაფრთხოების ზომები, როგორც ბუნების ისე ადამიანებთან მიმართებით, დაცული არაა. ოპოზიციის წევრმა, კვირიკეში , დოლოგანსა და ჭალახმელაში მიმდინარე სამუშაოების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა წარადგინა. #რეზო_ხარაზი

გაზიარება: