ნარაზენის მაჟორიტარი გზის რეაბილიტაციას ითხოვს
სოფელ ნარაზენის მაჟორიტარი დეპუტატი ლაშა თოდუა გზის რეაბილიტაციას ითხოვს. აღნიშნულთან დაკავშირებით მან დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა და საკრებულოს თავმჯდომარეს ამ საკითხით დაინტერესება სთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში ლაშა თოდუას თქმით, მოსახლეობა გზების გადაკეტვით იმუქრება. თოდუას ინფორმაციით, გზებთან დაკავშირებული პრობლემა 2014 წლიდან არსებობს, თუმცა ბოლო თვეების განმავლობაში საგრძნობლად მას შემდეგ გაუარესდა, რაც აზერბაიჯანულმა კომპანიამ, რომელიც ზუგდიდში წყალმომარაგების სისტემას აწესრიგებს, მდინარე ჭაანისწყალიდან ინერტული მასალის მოპოვება და მისი ქალაქში მძიმე ტექნიკით გადატანა დაიწყო. დეპუტატის განმარტებით, მან ეს საკითხი სხდომაზე არაერთხელ დააყენა, თუმცა პრობლემა დღეემდე მოუგვარებელია. „გზის საფარის გარდა დაზიანდა წყლის მილები რაც სერიოზულ პრობლემას ქმნის. მოსახლეობა უკმაყოფილოა, გზის გადაკეტვაასა და საპროტესტო აქციებს აპირებდნენ, მხოლოდ ჩემი თხოვნით გაჩერდნენ. თუ კიდევ დააპირებენ მე იძულებული გავხდები მათ გვერდით დავდგე. საკმაოდ დიდი ტალღა და გთხოვთ სანამ გამწვავდწება სიტუაცია მიხედოთ“, - განაცხადა ლაშა თოდუამ. დეპუტატის შენიშვნა საკრებულოს თავმჯდომარემ და გამგებლის მოადგილემ მიიღეს და მას ამ პრობლემის მოგვარებას შეპირდნენ. საკრებულოს თავმჯდომარის განმარტებით, უახლოეს მომავალში ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად კომპანიის წარმომადგენლებს შეხვედება და მათ გზის საფარის რეაბილიტაციას მოსთხოვს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის..
odishitv
ზუგდიდის თემისა და ქალაქის გაერთიანების საკითხი წინააღმდეგობ...
Radio Atinati
ირაკლი ჩიქოვანი ფერმერებს შეხვდა
Georgian Dream SZS
ქვეყნის პირველი პირი მიხეილ სააკაშვ..
odishitv
ნარაზენის საშუალო სკოლის 1967 წლის გამოშვება (ნაწილი 2)
gia betchvaia
სოფ ნარაზენის მოსახლეობა დღეს სკოლის აღდგენის მოთხოვნით სასწ...
odishitv
ზუგდიდში ნარაზენის ამბულატორიას სამედიცინო აპარატურა გადაეცა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
რეაბილიტირებული გზა ხობის, ჩხოროწყუსა და ზუგდიდის მუნიციპალი...
ინფრასტრუქტურის სამინისტრო