ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის..
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დღეს დასახელდა. დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"ზუგდიდის მაჯორიტარი დეპუტატობის კანდიდატად სამეგრელო--ზემო სვანეთის ყოფილი საოლქო პროკურორი როლანდ ახალაია დაასახელა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობასთან განაცხადა რომ როლანდ ახალაია არის პიროვნება რომელიც ერთგულად ემსახურება თავის ქვეყანას და მის სახელტან არის დაკავშირებული ყველა ის სასიკეთო ცვლილებები რაც ბოლო პერიოდის საქართველოში განხორციელდა. ნარაზენში ადგილობრივ მოსახლეობასთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმაც გააკეთა განცხადება და მოსახლეობას დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა. როლანდ ახალაიას განცხადებით ფრაზა „გასაკეთებელი კიდევ ბევრია" არასდროს გაიცვითება. რაც შეეხება მთავრობის პროგრამას „მეტი სარგებელი ხალხს", როლანდ ახალაიას განცხადებით, იგი ეცდება გამარჯვების შემთხვევაში ამ პროგრამამ თითოეულ ოჯახში შეაღწიოს. შეხვედრითა და ზუგდიდის მაჯორიტარობის კანდიდატის დასახელებით ნარაზენის მოსახლეობა კმაყოფილი დარჩა. მათი თქმით „ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგია აბსოლუტურად მისაღები და მოსაწონია. http://www.odishi.ge/ / odishitv
მსგავსი ვიდეოები
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ჭ...
Georgian Dream SZS
ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი, ჭ...
Georgian Dream SZS
მაჟორიტარი კანდიდატის შეხვედრა მოსახლეობასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი ჩიქოვანი: ჩემი მაჟორიტარი დეპუტატობის პერიოდში ყვე...
Radio Atinati
#არჩევნები2020 „ქართული მარშის“ განცხადება ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 აქცია პროკურატურასთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 გიგი უგულავას საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 საარჩევნო კამპანია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster