საპროტესტო აქცია მირცხულავას ქუჩაზე

19.12.2021 00:54

საპროტესტო აქცია გამართეს მირცხულავას ქუჩის მაცხოვრებლებმა და სტადიონის ადგილზე ინერტული მასალის ბაზრობის მშენებლობა გააპროტესტეს. მოსახლეობის თქმით, ადგილზე სამშენებლო მასალის ბაზრობისა და საწყობის აშენებას აპირებენ, რაც მათი თქმით, გაართულებს გადაადგილებას და გარემოსაც დააბინძურებს. მოსახლეობა მიმართავს კახა კალაძეს და მათი პრობლემით დაინტერესებას სთხოვს. როგორც სააქციო საზოგადოება „მაუდის“ დირექტორი განმარტავს, ტერიტორია მათი საკუთრებაა და უფლება აქვთ ნებისმიერი მასალა დაასაწყობონ. მიმდინარე პროცესის კანონიერებაზე საუბრობენ ზედამხედველობის სამსახურშიც.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: