საპროტესტო აქცია

31.07.2019 01:24

თბილისის მერიასთან საპროტესტო აქცია გაიმართა. შეკრებილებმა სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობის ნებართვის გაცემა მოითხოვეს. აქციის მონაწილეთა თქმით, ალმასიანის ქუჩაზე წლების წინ დაიწყო 13-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა, თუმცა მათივე ინფორმაციით, კომპანიამ მშენებლობა ვერ დაასრულა. აქციის მონაწილეთა ინფორმაციით, ინვესტორის ხელახლა მოძიების შემდეგ, დედაქალაქის მთავრობისგან მშენებლობის ნებართვა ვეღარ მიიღეს. აღნიშნულს უპასუხეს მერიაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: