MOE: მდინარეთა ეკოლოგიური ხარჯის გაანგარიშების მეთოდოლოგიის შესახებ შეხვედრა გაიმართა


http://moe.gov.ge/index.php?lang_id=G...
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში მდინარეთა ეკოლოგიური ხარჯის გაანგარიშების მეთოდოლოგიის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა. USAID-ის პროგრამის ფარგლებში, იუნესკოს წყლის განათლების ინსტიტუტის პროფესორმა მაიკლ მაკლეინმა, სამინისტროს საქართველოს პირობების შესაბამისად ეკოლოგიური ხარჯის შეფასების მეთოდოლოგიის სამუშაო ვერსია წარუდგინა, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით მომზადდა. მისი განცხადებით, აღნიშნული მეთოდოლოგიის დანერგვა საქართველოს მდინარეების ეკოსისტემების შენარჩუნებასა და მათი დაშრეტის თავიდან აცილებას შეუწყობს ხელს. შეხვედრას საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო შარაშიძე, სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები დაესწრნენ.

ვიდეოები „გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო"-ისგან