რუსეთმა კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანა
დილიდან საჰაერო განგაშის ხმა ისმის უკრაინის ყველა ოლქში. რუსეთის ძალებმა კიევის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანეს. დედაქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდება შეწყდა. მანამდე, ქალაქში საჰაერო განგაშის სირენების ხმა ისმოდა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, ქალაქის მარცხენა სანაპიროზე, ენერგომომარაგების ობიექტზე, სავარაუდოდ, სამი დარტყმა განხორციელდა. ხარკოვში კი ხუთი წუთის განმავლობაში აფეთქებების ორი სერია განხორციელდა. წინასწარი ცნობებით, დარტყმის ქვეშ არის ქალაქის სამრეწველო რაიონი. ხარკოვის მეტრომ მუშაობა შეაჩერა. ბოლო დღე-ღამეში, სუმის ოლქში, რუსეთის ძალების მიერ გახსნილ ცეცხლს ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. გვიან ღამით, „ეს-300“ ტიპის რაკეტებით დაიბომბა მიკოლაევი. გარდაცვლილია ერთი მამაკაცი. უკრაინის გენშტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ძალების შეტევა ხარკოვისა და დონეცის ოლქების ექვს დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. განადგურებულია ოკუპანტების საბრძოლო მასალების საწყობი, ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ხერსონის ოლქში უკრაინელებმა რუსული „სუ-25“ ჩამოაგდეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთმა ქალაქი ბროვარი დაბომბა - უკრაინის ხელისუფლება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში - 459 დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
28
პენტაგონის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფეთქებები კიევსა და უკრაინის სხვა ქალაქებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster