რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
რუსეთმა ოდესის რეგიონზე სარაკეტო იერიში მიიტანა. დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის 10 წლის ბავშვი. ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთმა ოდესის რეგიონს „ისკანდერის“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით დაარტყა. იერიშის შედეგად დაზიანებულია ინფრასტრუქტურა და სატვირთო მანქანები. ღამით რუსეთი უკრაინას „შაჰედის“ ტიპის 40 უპილოტო საფრენი აპარატით დაესხა თავს, უკრაინის თავდაცვის ძალებმა 37-ის ჩამოგდება შეძლეს, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი ავრცელებს. უკრაინის ენერგეტიკის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსი სამხედროები თავს დაესხნენ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას ხარკოვის, ზაპოროჟიეს, ლვოვისა და კიევის რეგიონებში. გენშტაბის ცნობით, კიევში საჰაერო განგაში ხუთი საათის განმავლობაში გრძელდებოდა, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი. თავდასხმის შედეგად გაჩნდა ხანძარი. ამასთან, უკრაინული მედია წერს, რომ რუსეთმა, სულ მცირე ათი სარაკეტო დარტყმა მიიტანა ხარკოვის რეგიონზე, რამაც ენერგომომარაგების პრობლემა გამოიწვია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster