რუსეთმა ქალაქი ბროვარი დაბომბა - უკრაინის ხელისუფლება
უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთმა კიევის შემოგარენში ინფრასტრუქტურა დაბომბა, კერძოდ ბროვარის ტერიტორია. დაშავებულთა შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი. განცხადებას კიევის სიახლოვეს მდებარე დასახლების მერი, იგორ სოპოჟკო აკეთებს. პარალელურად, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მათი სამიზნე კიევის სიახლოვეს მდებარე საბრძოლო მასალის ქარხანა გახდა. რუსულმა ჯარებმა დაბომბეს ხარკოვის ცენტრი, რის შედეგადაც სულ მცირე, ხუთი ადამიანი დაიღუპა და 13 დაშავდა. ადგილზე მაშველები მუშაობენ. სამაშველო სამსახური ასევე მუშაობს კიევის სიახლოვეს მდებარე ქალაქ ბოროდიანკაში, სადაც ნანგრევებიდან 41 ცხედარია ამოყვანილი. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გარდაცვლილთა ცხედრები მრავალსართულიანი სახლის ნანგრევებში გუშინ იპოვეს. გარდა ამისა, დღეს ევაკუაციის უზრუნველსაყოფად უკრაინის ხელისუფლებასა და რუს სამხედროებს შორის ცეცხლის შეწყვეტა ვერ შეთანხმდა და ამავდროულად, ოფიციალური კიევი ამ დრომდე ითხოვს ჰუმანიტარული დერეფნების შექმნას მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობისა და დაჭრილი ჯარისკაცების გამოსაყვანად. სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა „ტელეგრამზე“ უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 102-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
1900 ქალაქი აიღო უკრაინაში რუსეთმა და ზელენსკი იძახის რუსეთს...
Nikoloz Mzhavanadze
მარიუპოლი - საპორტო ქალაქი უკრაინაში, რომელიც რუსეთმა უმოწყა...
TV IMEDI
მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„რუსეთში ამბობენ, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებს დამოუკიდებლობა გა...
Merab metreveli მერაბ მეტრეველი
„უკრაინისთვის ის ოფცია, რომ სამხედრო ძალით გააგდოს რუსეთი, გ...
Merab metreveli მერაბ მეტრეველი
ომი უკრაინაში - ბრძოლა ბახმუტისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster