ომი უკრაინაში - 102-ე დღე


რუსები უკრაინის მთელი ტერიტორიის დაბომბვას აგრძელებენ. გამთენიისას სარაკეტო დარტყმები განხორციელდა კიევის დარნიცისა და დნეპროვსკის რაიონებში, ასევე ბროვარის რაიონის მახლობლად. კიევის მერის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადამიანი. დაიბომბა ქალაქი კრამატორსკი, სადაც ორი საწარმოა განადგურებული. გასულ ღამეს დონეცკის ოლქის დაბომბვის შედეგად 6 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 9 კი დაშავდა. გენშტაბის ინფორმაციით, რუსებმა ფოსფორის ჭურვებით ხარკოვის რაიონის ერთ-ერთი დასახლებული პუნქტი დაბომბეს. რაიონში დაიბომბა სამოქალაქო აეროდრომიც, რის შედეგადაც განადგურდა რამდენიმე სამოქალაქო თვითმფრინავი. დაიბომბა სუმისა და მიკოლაევის ოლქებიც. საბრძოლო მოქმედებები ძირითადად კვლავ აღმოსავლეთ ზონაში მიმდინარეობს. მძიმეა ვითარება სევეროდონეცკში, სადაც აქტიური ბრძოლები ქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს. რუსები ქალაქზე სრული კონტროლის მოპოვებას გეგმავენ, თუმცა უკრაინაში აცხადებენ, რომ უკრაინელი ჯარისკაცები აგრძელებენ წინააღმდეგობის გაწევას და ქალაქზე კონტროლის დაბრუნებას ცდილობენ. აქტიური ბრძოლები მიმდინარეობს ავდეევკაში, სადაც სროლები მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ გრძელდება, თუმცა უკრაინელები პოზიციების შენარჩუნებას მაინც ახერხებენ. ბრძოლები გრძელდება ლიმანის, ბახმუტის და სლობოჟანსკის მიმართულებითაც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან