ომი უკრაინაში - 208-ე დღე
უკრაინის სამხედრო დაზვერვის განცხადებით, ხერსონში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის შტაბს დაარტყეს, რომელიც ბამბის ქარხანაში იყო განთავსებული. ასევე დარტყმები განხორციელდა ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის რაიონებში. შედეგად რუსებმა ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ზარალი განიცადეს. თავის მხრივ, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის 30 დასახლებაზე სარაკეტო და საარტილერიო იერიში მიიტანეს. კერძოდ, დაიბომბა სუმის, ხარკოვის, კრამატორსკის, ბახმუტის და ავდეევკას მიმართულებებით. ასევე სარაკეტო დარტყმა განხორციელდა ნიკოპოლის რაიონში, სადაც სამი პირი დაშავდა. პარალელურად, გრძელდება ხარკოვის რაიონის რუსებისგან გათავისუფლების ოპერაცია. გათავისუფლებულ ტერიტორიებზე უკრაინელები ისეთ ადგილებს პოულობენ, რაც მათი თქმით, წამების ფაქტებზე მეტყველებს. გენერალური პროკურორის ოფისის ინფორმაციით, 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 34 ათასზე მეტი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა. უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ დადგინდება ყველას ვინაობა, ვისაც წამებასა და სისასტიკეში მიუძღვის ბრალი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
№37 7.12.2022 წ. აკაკი ჯორჯაძე - ცვლილებებისათვის უნდა დავჯდ...
პუტინი მიხვდა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა - აკია ბა...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ოკუპანტებმა ხარკოვი დაბომბეს
TV IMEDI
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
TV IMEDI
ომი უკრაინაში
TV IMEDI