რუსეთის მასშტაბური საჰაერო თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
მასშტაბური საჰაერო თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. გუშინ რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო დარტყმების შედეგად, 10 ადამიანია დაღუპული, მათგან ხუთი ვიშეგოროდის რაიონში. დაშავდა 36 მოქალაქე. გავრცელებული ცნობით, მხოლოდ საჰაერო სისტემებით რუსეთმა 70-მდე რაკეტა გაუშვა, საიდანაც 51-ის განეიტრალება უკრაინულმა ძალებმა შეძლეს. უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებმა ჩამოაგდეს ხუთი „კამიკაძე“დრონიც. რუსეთის თავდასხმის შედეგად, უკრაინის ტერიტორიის დიდი ნაწილი ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის გარეშეა დარჩენილი, მათ შორის ისეთი დიდი ქალაქებიც, როგორებიცაა: კიევი, ლვოვი და ოდესა. ამ დროისთვის საჰაერო განგაშის სიგნალი მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხსნილია. „კიევის ოლქში კრიტიკულ ინფრასტრუქტურას ენერგომომარაგება უახლოეს საათებში აღუდგება.“ - ამის შესახებ კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა. კულებას თქმით, კრიტიკული ინფრასტრუქტურის შემდეგ, ელექტროენერგია ეტაპობრივად მოსახლეობასაც აღუდგება. იქამდე კი, დედაქალაქის მასშტაბით მოწყობილია სპეციალური პუნქტები, სადაც მოსახლეობას შეუძლია გასათბობად, საკვებად და ტელეფონების დასატენად მივიდეს. ენერგეტიკის სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებული მასშტაბური სარაკეტო დარტყმების შედეგად, ელექტროენერგია აღარ მიეწოდება ქვეყნის არცერთ ატომურ ელექტროსადგურს, თბოელექტროსადგურების და ჰიდროელექტროსადგურების უმეტესობას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის სარაკეტო იერიში უკრაინის ქალაქებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აფეთქება რუსეთის სტრატეგიულ ავიაბაზაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის საჰაერო ოპერაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის მასშტაბური შეტევა უკრაინის ენერგოობიექტებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნატოს მასშტაბური წვრთნები რუსეთის საზღვართან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster