უკრაინის საჰაერო ოპერაცია
უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაცია რუსეთის ტერიტორიაზე. უკრაინულმა ძალებმა რუსეთის მიმართულებით 35 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა, რამაც ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში ხანძარი გამოიწვია, ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. არსებული ცნობებით, ხანძარი ლიკვიდირებულია და მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ერთი ადამიანი გულის შეტევით არის გარდაცვლილი. სლავიანსკის ადმინისტრაციული ოლქის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის თანამშრომლები ევაკუირებული არიან და მომხდარის შედეგად მიმდებარე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ ემუქრება. ამასთან, მოსკოვის მერი ავრცელებს ინფორმაციას, რომ დედაქალაქის მახლობლად მდებარე სამ რაიონში დრონები ჩამოაგდეს. ბელგოროდში უკრაინის მიერ გაშვებულმა ოთხმა უპილოტო საფრენმა აპარატმა კი ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა. როგორც „როიტერი“ წერს, ეს უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საჰაერო ოპერაციაა რუსეთის ტერიტორიაზე. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - ლიდერების გადაწყვეტილებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჩაძირული რუსული ხომალდი — ომის 721-ე დღე უკრაინაში
Formula News
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 178-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კიევზე მორიგ ავიაიერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომი უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster