რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გასულ ღამეს უკრაინის წინააღმდეგ შეტევა ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტებით, ასევე უპილოტო საფრენი აპარატებით განახორციელეს. ოდესის რეგიონს საოკუპაციო ძალები სამი საათის განმავლობაში ბომბავდნენ. რუსეთის შეტევას ოდესის რეგიონში ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ასევე დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ნავსადგურის ობიექტები და სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა. უკრაინის წინააღმდეგ თავდასხმაში რუსეთის სტრატეგიული ავიაცია მონაწილეობდა. რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა ფრთოსანი რაკეტები უკრაინის დედაქალაქ კიევის მიმართულებით გაუშვეს.

უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა რაკეტის განეიტრალება შეძლეს. პარალელურად, უკრაინის არმიის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინის არმიას გარკვეული წარმატება აქვს ზაპოროჟიეს რეგიონში. უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევით ოპერაციას ბახმუტისა და მელიტოპოლის მიმართულებით.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან