კიევზე მორიგ ავიაიერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა
კიევზე მორიგ ავიაიერიშებს სამი ადამიანი ემსხვერპლა. „კამიკაძე“ უპილოტო საფრენი აპარატებით აფეთქებები დილით განხორციელდა. დანგრეული შენობების ნანგრევებიდან მაშველებმა 19 ადამიანი გამოიყვანეს. ოთხმა სხეულის დაზიანება მიიღო. უკრაინის დედაქალაქში დაბომბვის ადგილებში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია გრძელდება. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. დრონების ნაწილი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. თუმცა, ნაწილმა დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილამდე მიაღწია. კიევში სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამჟამად კიევის ქუჩების ნაწილი გადაკეტილია. ქალაქის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე თავშესაფრებში ჩავიდნენ. პარალელურად, თვითმხილველების ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები განახორციელა დნეპროპეტროვსკის, სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე, სადაც დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. შედეგად ამ ოლქებში ელექტრომომარაგებაში პრობლემებია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მორიგი ავიაიერიში კიევზე - უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო დარტყმა მიიტანეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კიევზე სარაკეტო თავდასხმა BBC-ის პირდაპირ ეთერშიც მოხვდა
Business Media Georgia
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
Euronews Georgia
სარაკეტო დარტყმები კიევზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster