კრემლის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ - დღეს დილით კიევზე მორიგი შეტევის დროს ჭურვი მოხვდა მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. კიევის მერის განცხადებით, ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ. კლიჩკო ასევე ამბობს, რომ კიევში რუსული ძალები არ არიან და მტერი დედაქალაქს ახლა გოსტომელისა და ჟიტომირის მხრიდან უტევს. დიმიტრო კულება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მშვიდობიან მოსახლეობაზე იერიშზე პასუხისმგებელი პირების სამხარეო დამნაშავეებად გამოცხადებას მოითხოვს და მსოფლიო ლიდერებს რუსეთის მაქსიმალური იზოლაციისკენ მოუწოდებს.
უკრაინის წინააღდეგ კრემლის სამხედრო აგრესია გრძელდება. მთელი ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ შეტევას ქვეყნის ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებებზე. ცალკეული დივერსიული რაზმები შეიჭრნენ კიევის ტერიტორიაზე. უკრაინის დედაქალაქში აფეთქებებისა და სროლის ხმა არ ცხრება. უკრაინის თავდაცვის უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ შეძლეს კიევში მოქმედი დივერსიული ჯგუფების ძირითადი ნაწილის განეიტრალება.
მტრის ძალებმა აქტიური იერიში მიიტანეს დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით გარეუბანში მდებარე კიევის თბოელექტროსადგურზე, ადგილზე რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. კიევის მერის განცხადებით, სადგური ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში რუსული საოკუპაციო ჯარების ვერტმფრენი და „სუ-25“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ვასილკოვის რაიონში მტრის სადესანტო „ილ-76“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო. თუმცა, საოკუპაციო ძალებმა ვასილკოვოში მოახერხეს დესანტის გადასხმა. ვასილკოვოში მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს. დასახლება კიევის ოლქში, უკრაინის დედაქალაქიდან 25 კილომეტრში მდებარეობს.
„ბიბისი“-ს ინფორმაციით, წუხანდელი ღამის განმავლობაში შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინის პრეზიდენტს ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტმა მოქალაქეებს დილით მორიგ ვიდეომიმართვაში მოუწოდა, არ დაუჯერონ დეზინფორმაციას, თითქოს მან ქვეყანა დატოვა. ზელენსკის თქმით, ის რჩება კიევში, ოკუპანტების წინააღმდეგ კი ბრძოლა გრძელდება.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.