უკრაინის წინააღმდეგ კრემლის სამხედრო აგრესია გრძელდება - მთელი ღამის განმავლობაში საოკუპაციო ძალები განაგრძობდნენ შეტევას ქვეყნის ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და სამხრეთის მიმართულებებზე. ცალკეული დივერსიული რაზმები შეიჭრნენ კიევის ტერიტორიაზე. უკრაინის დედაქალაქში აფეთქებებისა და სროლის ხმა არ ცხრება. უკრაინის თავდაცვის უწყებების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მათ შეძლეს კიევში მოქმედი დივერსიული ჯგუფების ძირითადი ნაწილის განეიტრალება.
მტრის ძალებმა აქტიური იერიში მიიტანეს დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთით გარეუბანში მდებარე კიევის თბოელექტროსადგურზე, ადგილზე რამდენიმე ძლიერი აფეთქება მოხდა. კიევის მერის განცხადებით, სადგური ჩვეულებრივ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, გაერთიანებული ძალების ოპერაციის ზონაში რუსული საოკუპაციო ჯარების ვერტმფრენი და „სუ-25“-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი ჩამოაგდეს.
ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ უკრაინის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ ვასილკოვის რაიონში მტრის სადესანტო „ილ-76“ ტიპის თვითმფრინავი ჩამოაგდო. თუმცა, საოკუპაციო ძალებმა ვასილკოვოში მოახერხეს დესანტის გადასხმა. ვასილკოვოში მძიმე შეტაკებები მიმდინარეობს - დასახლება კიევის ოლქში, უკრაინის დედაქალაქიდან 25 კილომეტრში მდგებარეობს. „ბიბისის“ ინფორმაციით, წუხანდელი ღამის განმვალობაში შეერთებული შტატების მთავრობამ უკრაინის პრეზიდენტს ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის დატოვებაზე უარი განაცხადა. „ბიბისი“ ამ ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტზე“ დაყრდნობით ავრცელებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.