მორიგი ავიაიერიში კიევზე - უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა დილიდან ისმოდა
მორიგი ავიაიერიში კიევზე - უკრაინის დედაქალაქში აფეთქებების ხმა დილიდან ისმოდა. „კამიკაძე დრონებით“ მიტანილი იერიშების შედეგად დანგრეული შენობებიდან 18 ადამიანის გამოყვანა მაშველებმა უკვე შეძლეს, ორი მოქალაქე კი ამ დრომდე რჩება. ამ ინფორმაციას კიევის მერი ავრცელებს. უკრაინის ხელისუფლება აცხადებს, რომ სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო. დრონების ნაწილი უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. თუმცა, ნაწილმა დედაქალაქის ცენტრალურ ნაწილამდე მიაღწია. კიევში სულ მცირე ოთხი აფეთქება მოხდა. ერთ-ერთ შენობაში ხანძარი გაჩნდა. ამჟამად კიევის ქუჩების ნაწილი გადაკეტილია. ქალაქის მერი მოუწოდებს მოქალაქეებს, განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე თავშესაფრებში ჩავიდნენ. პარალელურად, თვითმხილველების ცნობით, აფეთქებების ხმა ისმოდა ოდესაში. მანამდე ქალაქში საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთმა სარაკეტო იერიშები განახორციელა დნეპროპეტროვსკის, სუმისა და ზაპოროჟიეს ოლქებზე, სადაც დაზიანდა კრიტიკული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. შედეგად ამ ოლქებში ელექტრომომარაგებაში პრობლემებია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ომი უკრაინაში - 128-ე დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მასშტაბური სარაკეტო იერიში უკრაინის ქალაქებზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მორიგი ავიაიერიშები სირიაზე
Music Box
საომარი მოქმედებების 55-ე დღე უკრაინაში - „მოამბე“ კიევიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
GAMA VICE CITY | სკანდალების საღამო
GAMA
Miss Stars 16
Music Box