👨🍳იტალიურ სამზარეულოში არსებობს კერძები, რომლის ცოდნაც გაგხდის უნივერსალურ მცოდნეს კულინარიაში.
🍅დღევანდელი რეცეპტი სწორედ მაგალითია ჩვენი კულინარიული არსენალის გამდიდრების.
🔔არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და ზარის ღილაკის გააქტიურება.
#ნიოკი #მარინარა #იტალია
გამოგვყევი:
instagram: /
facebook: / chef.cave
tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave?
______________________________________________________________
კარტოფილი დავხვრიტოთ ჩანგლით და შევალაგოთ ღუმელში 1 საათით გამოსაცხობად.
ტაფაზე დავასხათ ზეითუნის ზეთი და დავდგათ გაზქურაზე. ჩავყაროთ 2 კბილი ნიორი სანამ ზეთი ცივია. დავამატოთ ბაზილიკის და ორეგანოს ღეროები. პომიდორი დავაბლენდეროთ და დავუმატოთ მოთუშულ ნიორს პირდაპირ ტაფაში. მოვურიოთ და დავუმატოთ კიდევ ნახევარი კბილი ნიორი. მოვაყაროთ შავი პილპილი და მარილი და ბოლოს ორეგანოს ფოთლები ... ვაცადოთ დუღილი. წამოდუღების შემდეგ დავამატოთ ბაზილიკის ფოთლები.
ამასობაში პარმეზანი გამოვატაროთ ხორცის მანქანაში.
კარტოფილი მზადაა. კანი განვაცალკეოთ გულისგან და შევინახოთ მაცივარში.
კარტოფილი გამოვიღოთ მაცივრიდან და სახეხზე ჩამოვატაროთ. 500 გრამ კარტოფილს დავუმატოთ 1,5 ათქვეფილი კვერცხის გული. დავუმატოთ 100 გრამი თეთრი ფქვილი. და მოვზილოთ ცომი. ცომი გავყოთ ოთხ თანაბარ ნაჭრად და დავიწყოთ ერთი ნაჭრის გათხელება და შემდეგ პატარა ბალიშებად დაჭრა. გამზადებული ნიოკები მოვხარშოთ ადუღებულ წყალში 3 წუთის მანძილზე.
ამის შემდეგ გავაცხელოთ ტაფა კარაქთან ერთად და მოხარშული ნიოკები გადავიტანოთ ტაფაზე. ზემოდან დავაყაროთ ბაზილიკის ფოთლები, ცოტაოდენი შაქარი. და ზღვის მარილი. დავუმატოთ რამდენიმე კოვზი მარინარას სოუსი . ბოლო შტრიხად ორი ჩაის კოვზი პარმეზანი.
ნიოკი მარინარას სოუსით მზადაა.