ჩიქენ პარმიჯანა - შეფი ლუკა ნაჭყებია
ორი სამზარეულოს სინთეზი ყოველთვის იძლევა ახალი გემოს სინთეზს. ჩიქენ პარმიჯანა სწორედ ამის ნათელი მაგალითია. ჩვენი ვიდეოების საშუალებით გაკეთებული რეცეპტის სურათებს ველოდებით ინბოქსში. გემრიელად მიირთვით. #ჩიქენ #პარმიჯანა #ქათამი გამოგვყევი: instagram: / facebook: / chef.cave tiktok: https://www.tiktok.com/@chefcave? ____________________________________________ ქათმის ფილე დავამუშაოთ. ფილე გავჭრათ ორ თანაბარ ნაწილად და ჩამოვსეროთ, რათა ცხობაში ხელი შევუწყოთ. ამის შემდეგ მოვამზადოთ ქათმის მარინადი. ორი კვერცხი, ნახევარი კბილი ნიორი დაკეპილი, ბაზილიკი, შავი პილპილი და მარილი ერთმანეთში კარგად გადავურიოთ. დავუმატოთ 40 მლ რძე. მიქსერით ავთქვიფოთ და ჩავაწყოთ ქათმის ფილეები. პანკო,ნივრის გრანულები,ბაზილიკი, მარილი და პარმეზანი დავაჩოპეროთ. ეს იქნება ჩვენი ამოსავლები ქათმის ფილეებისთვის. ამასობაში გავახუროთ ღუმელი 190 გრადუსზე. პარალელურად ზეთი გავაცხელოთ ზეთთან ერთად. დამარინადებული ქათამი ამოვავლოთ დაჩოპერებულ პანკოში და საშუალო ცეცხლზე შევწვათ ქათმის ფილეები. შეწვის შემდეგ ჩავალაგოთ საცხობ ყალიბში და რამოდენიმე წუთით შევდგათ ღუმელში 210 გრადუსზე. 5 წუთის შემდეგ ზემოდან დავფაროთ მარინარას სოუსი, და თავზე მოვაყაროთ მოცარელა , პარმეზანი და ბაზილიკის ფოთლები. შევდგათ ღუმელში 15 წუთით. კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით !
მსგავსი ვიდეოები
PUBG - საიდუმლო გვირაბი და ჩიქენ ჩიქენი
Nakamura
3
🍗 KFC vs City Chicken შედარება და შეფასება 🐱 კოქსი დაგვიბრ...
Max Leps
აფხაზურა 🧆 Apkhazura, უგემრიელესი ნოყიერი ქართული კერძი
Apolines cuisine
თევზი ღუმელში შემწვარი მარტივი და ორიგინალური 🐟 Crispy Oven...
Apolines cuisine
თევზი მაიონეზის სოუსში🐟Fish With Mayonnaise Sauce
Apolines cuisine
100 ქათმის ფრთა! ვინ ჭამა მდოგვი?
Crazy Matee
მკვლელი კომენტარები | ბონდილა და ბესიკა • Ketilebi / სრული დ...
MILLOWA