შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე გუშინ დაწყებული შეტაკება გრძელდება - სომეხ და აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის დაპირისპირებას სულ მცირე სამი აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა. მხარეები ერთმანეთს პროვოკაციულ ქმედებებში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სომხეთმა, ქვეყნებს შორის საზღვარზე, თოვუზის მიმართულებით, ცეცხლი ტერიტორიების ხელში ჩაგდების მიზნით გახსნა და მომხდარზე პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება. სომხეთი კი თავის მხრივ, 12 ივლისს მომხდარ დაპირისპირებაზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანს აკისრებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა არტილერიის გამოყენებით სომხეთის საგუშაგოებზე თავდასხმა სცადეს. სომხეთის სამინისტროს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ აზერბაიჯანი განაგრძობს ძალის გამოყენებით მუქარას და სამხედრო ესკალაციას. აზერბაიჯანის სამხედრო ძალებმა დღეს დილით სომხეთის საგუშაგოზე შეტევა განახორციელეს, მათი თქმით, არიან დაღუპულებიც. სომხეთის ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთის სამხედრო ძალებმა აზერბაიჯანის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების განცხადებით, ეს ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და აზერბაიჯანის სამხედრო ძალების კუთვნილებაში მყოფი ყველა უპილოტო საფრენი ადგილზეა. საზღვარზე სროლა ახლაც გრძელდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეიარაღებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster