მსჯავრის დადება ჩვენი საქმე არაა, რადგან რჯულის საქმეებით ვერავინ ვერ გამართლდება ღვთის წინაშე!

03/25/2022
levani petriashvili-ის მიერ

კარგ მამებს ცუდი შვილები ხვდებათ, ცუდ მამებს კარგი შვილები, კარგ ქმრებს ცუდი ცოლები ხვდებათ და ცუდ ცუდ ცოლებს კარგი ქმრები, მაგრამ წერილი გვეუბნება არავინაა მართალი, არავინ ეძებს ღმერთს, ყველა გზას ასცდა, არავინ არის სიკეთის ქმნელი არავინ! მათი ფეხები სისხლის დასაღვრელად გარბიან, მათი ხორხი ღია სამარეა!
ადამიანი ბოროტად არ შეუქმნია ღმერთს, ასე რომ ადამიანი არ არის ბოროტება, ის ბოროტების ტყვეა, რისგანაც გაათავისუფლა ქრისტემ, ჯვარს ეცვა და ჩვენი სხეული და დაისაჯა მართალი უმართლოთათვის, რათა ღვთის სიმართლედ ვქცეულიყავით მასში, მისივე სხეულის მეშვეობით, ესაა სახარება!
მსჯავრის დადება ჩვენი საქმე არაა, რადგან თუკი რჯულის საქმეებით ვერცერთი ხორციელი ვერ გამართლდება ღვთის წინაშე, მაშინ მითუმეტეს არ უნდა განვსაჯოთ ადამიანები რჯულის წესების დარღვევისათვის, რადგან წერილი ამბობს არავინაა მართალი და არავინ ეძებს ღმერთს, თუკი ეს ასეა, მაშინ არავინ ვყოფილვართ დაზღვეული შეცდომების დაშვებისგან, ასე რომ როდესაც ერთი შემცოდე მეორეს ადანაშაულებს მასზე უკეთესი არაფრის რადგანაც ისიც იგივენაერი შემცოდეა ოღონდ სხვა ფორმით, როგორც იაკობი წერს ხორციელი ძმა უფლისა: იაკობის ეპისტოლე 2:10_11 რადგან ვინც იცავს მთელ რჯულს და მხოლოდ ერთში სცოდავს, ყველაფერში შემცოდეა, რაკი ვინცა თქვა, არ იმრუშოო, ისიცა თქვა: არა კაც ჰკლა. ამიტომ, თუ არ იმრუშებ, მაგრამ კაცს მოკლავ, მაინც რჯულის დამრღვევი ხარ.
მაშ ჩვენ ვინ დაგვაყენა ვინმეს მსაჯულებად, როცა თავად იესო არავის სჯიდა მსჯავრით? იესო სიყვარულს გვასწავლიდა გვკურნავდა ცოდვის წყლულებისგან, მისი სამართალი არ იყო დამყარებული მოსეს რჯულზე ან რაღაცა ტრადიციებზე, პავლე წერს რომ ეს არის ცოდვის მონობა, რჯული ამის წამაქეზებელია, ის არ გვიცავს ცოდვის ჩადენისგან არამედ გვასამართლებს, მაგრამ არ მოაქვს მას კურნება. პავლე ამბობს რომ რჯული წმიდაა და ის არაა ბოროტება, რადგან რჯულით შევიცანით რომ ცოდვილები ვართ, ადამიანისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ამიტომ მოვიდა მესია რომ სიყვარული ესწავლა ჩვენთვის და ამგვარად განვეკურნეთ ცოდვის ბატონობისგან. სიამაყე უშლის ხელს ადამიანს მიიღოს სულიწმიდა თავის გულში, შური ჩნდება სიძულვილიდან და ზედმეტის ქონის სურვილისგან, მაგრამ იესო იჯდა ასეთ ხალხში, მებაჟეებში, მეზვერეებში გარყვნილ ხალხში, და ცდილობდა მათი სიყვარულით განკურნებას, სიყვარული ყველა ცოდვათა სიმრავლეს (1 პეტ. 4:8).
ძვირფასო ძმებო, მოვუსმინოთ ქრისტეს სამსჯავროზე, თუ რას გვასწავლის ის მსჯავრის დადებაზე: იმის მიხედვით ნუკი სჯით, რაც გეჩვენებათ, არამედ მართალი მსჯავრით განსაჯეთ (ინ. 7:24). იესო არ კრძალავდა განსჯას, მაგრამ ის მიუთითებდა იმაზე რომ სანამ სხვას მსჯავრს დასდებ ჯერ შენ უნდა იყო თავისუფალი ამ მსჯავრისგან და შეგონება ან მხილება არ უნდა იყოს განაჩენის სახით სისრულეში მოყვანილი, რადგან შენ არ ხარ მსაჯული, შურისგება ეს ღმერთის საქმეა და არა ადამიანის, იესო გვასწავლის რომ სიმართლით განვსაჯოთ ადამიანები, ამას მიმართავს რჯულისმოძღვრებსაც, ესეიგი რჯული მთლად არ იყო სრულყოფილი რადგან ის უდანაშაულო ხალხს კლავდა, ის ბოროტების სამართავად იქნა გამოყენებული ბოროტი მმართველების ხელში, ამიტომ შეიძლება რჯულის წესებს იცავდა მაგრამ დამრღვევი იყო მაინც, ესაა სულის რჯული, ვინც შეხედა დედაკაცს ნდომით მან უკვე იმედია თავის გულშიო, ანუ იესომ მსჯავრი დასდო ყველა რჯულის მასწავლებელს რომ არავინ იყო მართალი ღმერთის წინაშე რადგან ყველამ შესცოდა, ხოლო მამა ღმერთმა ძე იმიტომ მოავლინა ჩვენთან რომ ახსნა კაცობრიობა ცოდვებისგან და ესწავლა სიყვარული სიმართლე და სიხარული, ესაა ცათა სამეფოს წესები, იცხოვრე იმისთვის რომ სხვები გაგახარო, თავი შეაყვარო, აპატიო 70 ჯერ შვიდგზის, და მოთმინებით დაელოდო ბოროტმოქმედი გამოსწორებას. ილოცეთ თქვენს მდევნელებზეო, ეს მცნება გვაქვს იესოსგან, ბოროტებას ნუ ვუპასუხებთ ბოროტებით, მაგრამ თავი დავიცვათ ჩაგვრისგან და თამამად ვამხილოთ ადამიანები. იესოს არ უთქვია გაჩუმდი და არავის შეეპასუხოო, იესო პირველი იყო ვინც საჯაროდ აკრიტიკებდა რელიგიურ იუდაიზმს, რადგან ისინი თავისი წესებით არ ემორჩილებოდნენ ღვთის ძის სიტყვას, როგორც ამბობს იესო: რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ? (ლუკ. 6:46), ხოლო პავლე ამის მიზეზს ხსნის თუ რატომ ვერ მიიღეს მათმა იუდეველმა ძმებმა იესოს სწავლება: რომაელთა მიმართ 9:31_32 ხოლო ისრაელი, რომელიც ეძებდა სიმართლის რჯულს, სიმართლის რჯულს ვერ მისწვდა. რატომ? იმიტომ, რომ რწმენით კი არ ეძებდნენ, არამედ საქმეთა მიერ, და შებრკოლების ლოდზე წაიბორძიკეს.

ვიდეოები „levani petriashvili"-ისგან