ძიძიგურმა ჯიხაშკარში ზვიად გამსახურდია გაიხსენა
"ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა დღეს სოფელ ჯიხაშკარში მოსახლეობასთან შეხვედრისას ზვიად გამსახურდია გაიხსენა. მან ადგილობრივებს საქართველოს პირველი პრეზიდენტისადმი გამოჩენილი ერთგულებისა და თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა. "როდესაც ზვიადიზე პირდაპირი დევნა იყო გამოცხადებული ამ სოფლიდან მის ადგილსამყოფელზე ერთი სიტყვა არ გასულა. სახელმწიფო უშიშროებამ ზვიადი, რომ ჯიხაშკარში იყო, მხოლოდ მაშინ გაიგო, როდესაც ისა ამბავი მოხდა, რაც მოხდა. მხოლოდ ერთ რამეზე მწყდება გული... არ ვიცოდი, რომ ის სამეგრელოში იმყოფებოდა. მაშინ მეც ჯგალში, "ჭითაგვალას" მთაში მწყემსებთან ვიმალებოდი. არ ვიცი რამის შეცვლას შევძლებდი თუ არა მაგრამ, გული უფრო მშვიდად მექნებოდა მასთან ერთად რომ ვყოფილვიყავი იმ უმძიმეს წუთებში მან თქვენთან ერთად, რომ გაატარა", - უთხრა ადგილობრივებს ზვიად ძიძიგურმა. ამასთან, მან ჯიხაშკარელებს პირობა მისცა,რომ ის საპარლამენტო არჩევნების დასრულების შემდეგ ჯიხაშკარში ჩავა და იმ ადგილს მოაწესრიგებს, სადაც ზვიად გამსახურდია პირველად დაკრძალეს. ცნობისთვის, "ქართული ოცნების" ლიდერებმა სოზარ სუბარმა და ზვიად ძიძიგურმა დღეს სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ედიშერ თოლორაია და გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია წარუდგინეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
სოფელ ჯიხაშკარის მოსახლეობას “ქართული ოცნების“ კანდიდატები წ...
Radio Atinati
ძიძიგურმა გაჭედა
Niccolo Machiavelli
ზვიად ძიძიგურმა კოლეგებს დამოუკიდებლობის 25 წლისთავი მიულოცა
Conservative Party
ზვიად ძიძიგურმა რუსთაველ
info9 info99
პარლამენტს გარეთ დარჩენილმა ზვიად ძიძიგურმა ბიძინა ივანიშვილ...
MULTIMEDIA GE
ზვიად ძიძიგური „მოამბეში“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზვიად ძიძიგურმა Front News...
FrontNews Ge
#დღისთემა „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭო - „მოამბის“ შეკ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster