გურამ ოდიშარიას ინიციატივა - ილიას ძეგლის რეაბილიტაცია
14 ნოემბერს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის გურამ ოდიშარიას ინიციატივით, გაიმართა დასუფთავების აქცია ილიას ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე. კულტურის სამინისტროს ორგანიზებით, ძეგლის დასუფთავებაში მონაწილეობა მიიღო ოთხმა სახელმწიფო უწყებამ და არასამთავრობო ორგანიზაციამ. აქციაზე იმყოფებოდნენ მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილი, მინისტრის აპარატის უფროსი ლევან ხარატიშვილი, კულტურის სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე აკაკი ლოდია და გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის პირველი მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და აღრიცხვაზე მყოფი პირობით მსჯავრდებულები, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლები და ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციის „ადამიანი, კანონი, თავისუფლება" ხელმძღვანელი გიორგი ჭულუხაძე და ორგანიზაციის წევრები. ძეგლის რეაბილიტაციის დაწყებამდე ჩატარდება მოსამზადებელი სამუშაოები ძეგლის მიმდებარე ტერიტორიისა და ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად. საგურამოში მდებარე ილიას ძეგლი მცხეთის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაშია. გურამ ოდიშარიას ინიციატივით ილიას ძეგლის სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ჩაერთო. http://www.culture.gov.ge/ / culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
გურამ ოდიშარიას ინიციატივა - ილიას ძეგლის რეაბილიტაცია
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიას ინიციატივა - ილიას ძეგლის რეაბილიტაცია
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიას ინიციატივა - ილიას ძეგლის რეაბილიტაცია
culturegovge culturegovge
გურამ ოდიშარიას ინიციატივა-დასუფთავების აქცია ილიას ძეგლთან
culturegovge culturegovge
"შინ"- კონცერტი სტუდენტებისთვის
culturegovge culturegovge
ამბავი ერთი ხელნაწერისა
culturegovge culturegovge
ამბავი ერთი ხელნაწერისა
culturegovge culturegovge
დღეს Fest i Nova 2013 გაიხსნება
culturegovge culturegovge